ვლადიმერ ბოჟაძე - ყველა ძალადობრივი  ჯგუფი, რომელიც თავს ესხმოდა პოლიციელებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, სწორედ ნიღბებით იყვნენ აღჭურვილები და რა თქმა უნდა, ეს ურთულებს პოლიციას მუშაობას

თქვენ იცით, რომ ევროპული პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში გამორიცხავს აქციების დროს ნიღბების გამოყენებას და ეს დაადასტურა ამ დღეებმაც, ყველა ძალადობრივი ჯგუფი, რომელიც თავს ესხმოდა პოლიციელებსაც, ჟურნალისტებსაც, მოქალაქეებსაც, სწორედ ნიღბებით იყვნენ აღჭურვილები და რა თქმა უნდა, ეს ურთულებს პოლიციას მუშაობას. ამიტომ პრემიერის ინიციატივით, ჩვენ მომავალ კვირაში, პარლამენტში ვიმსჯელებთ ამ საკითხზე დაჩქარებული წესით, როგორც ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „რადიკალური ჯგუფები“ არიან კარგად აღჭურვილები, ეკიპირებულები, მათ შორის ნიღბებით, სხვა დამცავი საშუალებებით, იმისათვის, რომ გართულდეს მათი იდენტიფიცირება.

„მივიღებთ შესაბამის კანონმდებლობას რის მიზანიც იქნება, რომ ყველას ჰქონდეს აქციაზე მისვლის, გაპროტესტების, საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება, თუმცა ნიღბები იყოს აკრძალული იმისათვის, რომ ნებისმიერი მოძალადე, რომლის მხრიდანაც არ უნდა იყოს და ვისზეც არ უნდა ძალადობდეს, იყოს იდენტიფიცირებული და იგივე გუშინდელი ფაქტი, იცით თქვენ , რომ ჩვენ უახლოეს პერიოდში ველოდებით შსს-ს განცხადებას, თუმცა ბევრი მოძალადის იდენტიფიცირება რთულდება იმიტომ, რომ შეგნებულად ისინი არიან კარგად აღჭურვილები, ეკიპირებულები, მათ შორის ნიღბებით, სხვა დამცავი საშუალებებით, იმისათვის რომ გართულდეს მათი იდენტიფიცირება და სწორედ, რადიკალური ჯგუფები იმიტომაც იქცევიან ასე თამამად, ასე თავხედურად, აქვთ განცდა, რომ მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდება, ამიტომ ჩვენ ევროპულ სტანდარტს დავუახლოებთ, მათ შორის, ამ კანონმდებლობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დაუსჯელი არ დარჩეს არავინ“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს