„თავისუფლების მოედნის" მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანები და სპეცტექნიკაა მობილიზებული

„თავისუფლების მოედნის" მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.

პარალელურად ხალხი შეკრებილია რუსთაველის გამზირზე, სადაც უკვე მე-11 დღეა უწყვეტი საპროტესტო აქცია იმართება.

აღსანიშნავია, რომ ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე ტერიტორია თავისუფალია და საპოლიციო კორდონი არ დგას.

ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო