თბილისის მერია - მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არავითარ შემთხვევაში არ ავიდნენ ნაძვის ხის კონსტრუქციაზე, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე

თბილისის მერია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ავიდნენ ნაძვის ხის კონსტრუქციაზე.

როგორც მერია განმარტავს, პარლამენტის შენობის მიმდებარედ დადგმული ნაძვის ხის კონსტრუქციის მონტაჟი არ არის საბოლოოდ დასრულებული, სწორედ, ამიტომ ის არ არ არის უსაფრთხო.

„გაცნობებთ, რომ დედაქალაქში დაწყებული წინასაახალწლო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა ნაძვის ხის კონსტრუქცია, რომლის მონტაჟიც არ არის საბოლოოდ დასრულებული და არ არის უსაფრთხო.

მოვუწოდებთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, არავითარ შემთხვევაში არ ავიდნენ აღნიშნულ კონსტრუქციაზე, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი დღეს დაიწყო და სამუშაოები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება”, - წერია განცხადებაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!