მამუკა ხაზარაძე - მოვუწოდებ ბიზნესმენებს, კომპანიებს, რომლებსაც ჯერ არ ამოუღიათ ხმა, აქ და ახლა წყდება ქვეყნის ბედი - დროც არ არის ბევრი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ იგრძნოს ბიზნესის ძალა. დღეს, მე დავინახე, რომ ქართული ბიზნესი დადგა ფეხზე, უმეტესი ნაწილი, კრიტიკული მასა შეიკრიბა ახლა მთავარია ერთად დგომა - ვერავინ მოერევა ნამდვილ ქართულ ბიზნესს და არა იმას, ვისაც ახლა „დალაგებული“ აქვს და ეშინია სიტყვის ამოღების , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრი.

„ბიზნესს აქვს უამრავი ბერკეტი იმისა, რომ გაიფიცოს, გამაფრთხილებლად გაიფიცოს, ბოლო-ბოლო გადასახადებიც კი შეაჩეროს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ორგანიზებულად, არ შეიძლება ვინმე ერთი კომპანია ან ერთი კომპანიის თანამშრომლები შევატოვოთ სისტემას. ბიზნესი არის სწორედ ის ხალხი, ის სექტორი, რომლის გადასახადებითაც ამ პოლიციელებს ხელფასს ვუხდით და რომლებიც არ ინძრევიან, როცა დანაშაულს ხედავენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ იგრძნოს ბიზნესის ძალა. დღეს მე დავინახე, რომ ქართული ბიზნესი დადგა ფეხზე, უმეტესი ნაწილი, კრიტიკული მასა შეიკრიბა ახლა მთავარია ერთად დგომა, ამ შეხვედრების გაგრძელდება და გარანტიას გაძლევთ, რომ ვერავინ მოგვერევა! ვერავინ მოერევა ქართულ ბიზნესს, ნამდვილ ქართულ ბიზნესს და არა იმას, ვისაც ახლა „დალაგებული“ აქვს და ეშინია სიტყვის ამოღების, რომ იქ ტენდერი ვერ მოიგოს, ამ ხალხზე არ ვსაუბრობ, მივესალმები მათ და მოვუწოდებ, იმ ბიზნესმენებს, კომპანიებს, რომლებსაც ჯერ არ ამოუღიათ ხმა, აქ და ახლა წყდება ქვეყნის ბედი, ეს უნდა ვუმეოროთ ყველას. ზოგი გვიან შემოუერთდება, მაგრამ მეგობრებო, უკვე დროც არ არის ბევრი, გადასულები არიან ტერორზე და ძალადობაზე.

დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრი. არაფერი გაქვთ დასამალი! პატიოსნად და ღირსეულად მუშაობთ, იხდით გადასახადებს რა უნდა გაგიკეთოთ ან საგადასახადო ინსპექციამ ან ბიძინა ივანიშვილმა? თავისუფლებაზე მაგარი რამე არ არსებობს დედამიწის ზურგზე და ბიზნესი თავისი არსით თავისუფალი ადამიანების საკეთებელი საქმეა! მე ამდენი ხნის განმავლობაში არ მინახავს ბიზნესი და ბიზნესმენი შეზრდილი ხელისუფლებასთან, რომლის კომპანია გადარჩა - არ მინახავს.

ძალიან ბევრს ჩამოგითვლით რამდენი გაქრა ასეთი კომპანიები იმიტომ, რომ იყვნენ ჩართულები კორუფციაში, დანაშაულებრივ სინდიკატად გადაიქცნენ და ა.შ.“, - განაცხადა ხაზარაძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია