ჯო ბაიდენი - ასადის რეჟიმის დაცემა სამართლიანობის ფუნდამენტური აქტია - ისტორიული შესაძლებლობის მომენტი მრავალტანჯული სირიელი ხალხისთვის

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემა არის სამართლიანობის აქტი, რომელიც სირიელებს ისტორიულ შესაძლებლობას აძლევს.

„ბოლოს და ბოლოს, ასადის რეჟიმი დაეცა. ამ რეჟიმმა სასტიკად აწამა და მოკლა ასობით ათასი უდანაშაულო სირიელი. რეჟიმის დაცემა სამართლიანობის ფუნდამენტური აქტია. ეს არის ისტორიული შესაძლებლობის მომენტი მრავალტანჯული სირიელი ხალხისთვის, ააშენონ უკეთესი მომავალი თავიანთი ამაყი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას.

მისი თქმით, „ასევე არის რისკისა და გაურკვევლობის მომენტი“, რა იქნება შემდეგ.

„შეერთებული შტატები იმუშავებს პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან სირიაში" - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა მას შემდეგ, რაც რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასადის ოჯახი მოსკოვში ჩავიდა.

უფრო კონკრეტულად, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ მხარს დაუჭერს სირიის მეზობლებს, მათ შორის იორდანიას, ლიბანს, ერაყსა და ისრაელს, თუ რაიმე საფრთხე წარმოიქმნება სირიისგან გარდამავალი პერიოდის განმავლობაში.

ამასთან, მისი განცხადებით, აშშ დაეხმარება სტაბილურობის უზრუნველყოფას, დაიცავს აშშ-სა და ნებისმიერ პერსნალს. ამასთან, ბაიდენის განცხადებით, მისია ISIS-ის წინააღმდეგ შენარჩუნდება.

აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, „ჩვენ ჩაერთვებით ყველა სირიულ ჯგუფთან მუშაობაში, მათ შორის იმ პროცესის ფარგლებში, რომელსაც გაერო ხელმძღვანელობს, რათა დამოუკიდებელ და სუვერენულ სირიაში ახალი კონსტიტუციით და ახალი მთავრობით გადასვლა“ მოხდეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე