ამერიკის საელჩოს პროგრამის - „მობილური ამერიკული კუთხე“ ფარგლებში, საქპატენტს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - „საქპატენტს“ წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მათი სტუმრობა ამერიკის საელჩოს პროგრამის ფარგლებში - "მობილური ამერიკული კუთხე" (U.S. Embassy Bookmobile), განხორციელდა.

„სკოლის მოსწავლეებს „საქპატენტის“ თავმჯდომარემ პირადად უმასპინძლა. სოსო გიორგაძემ ახალგაზრდებთან ინტელექტუალურ საკუთრებაზე, პიროვნების განვითარებაში განათლების როლსა და მის აუცილებლობაზე ისაუბრა. საქპატენტის თავმჯდომარემ მოსწავლეებთან შეხვედრისას, ასევე, ყურადღება გაამახვილა ინტელექტუალური საკუთრების ეკონომიკურ პოტენციალზე, აღინიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ეფექტიანი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესის გაძლიერების ერთ-ერთი წინაპირობაა, რაც თავის მხრივ, ქმნის მრეწველობის ახალ დარგებსა და სამუშაო ადგილებს.

ამავდროულად, უწყების თანამშრომლებმა ახალგაზრდებს ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი საფუძვლები გააცნეს, ისაუბრეს ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობაზე, ინოვაციებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებზე, რეგისტრაციის წესებზე, სასაქონლო ნიშნის, პატენტისა და გეოგრაფიული აღნიშვნების არსის შესახებ. საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტმა, ასევე, გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტმა მოსწავლეებისთვის დარგის შესახებ ვრცელი პრეზენტაციები წარადგინეს. ასევე, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, მოსწავლეებს გაუზიარეს ცოდნა ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით. პრეზენტაციების დასასრულს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს რეგისტრირებული უნიკალური ქართული პროდუქტების დაცვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების პოპულარიზაციას, ახალგაზრდებში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ობიექტების მიმართ ინტერესის გაღვივებასა და მათი მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას, ასევე, ამ მიმართულებით საქპატენტის საქმიანობის წარმოჩენასა და საზოგადოებაში უწყების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას დაესწრო The U.S. Embassy Bookmobile პროგრამის ხელმძღვანელი ანი ცინცაძე. ამერიკის საელჩოს პროგრამა ფუნქციონირებს საქართველოს სამ დევნილთა დასახლებაში - წეროვანი, გალავანი და ფრეზეთი. ამერიკის საელჩოს „ბუქმობილი“ American Spaces-ის განუყოფელი ნაწილია და ემსახურება იდეას, რომ ამერიკული სივრცეები არის ყველასთვის ღია სასწავლო და თავშეყრის ადგილი. „ბუქმობილი“ ხელს უწყობს ადგილობრივ აუდიტორიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ცოცხალი და ვირტუალური ურთიერთობის დამყარებას. დღესდღეობით, 600-ზე მეტი ამერიკული სივრცე განლაგებულია 140-ზე მეტი ქვეყნის უნივერსიტეტებში, სავაჭრო ცენტრებში, ბიბლიოთეკებსა თუ სხვა საჯარო ადგილებში, ასევე, საელჩოების შენობებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა