შალვა პაპუაშვილი - გადატრიალების თუ  რევოლუციური იდეებით შეპყრობილ პოლიტიკურ აქტივისტებთან ანგარიშის გაწევას არ ვაპირებთ - პროცესი უნდა დაბრუნდეს პარლამენტის კედლებში, თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით - საზოგადოება დაიღალა

მთავარი მუხტი, რითაც მიმდინარე პროტესტი იკვებება, არის ჩატარებულ არჩევნებზე განცდილი მარცხი, როდესაც ამომრჩევლის ნაწილმა მხარი დაუჭირა ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაციის გზაზე „ყველაზე შორსაა წასული“.

„დღეს ჩვენ განვაახლეთ საპარლამენტო საქმიანობა, ჩატარდება ბიუროს სხდომა, დავამტკიცებთ დღის წესრიგს, ამ კვირის ბოლოს დავხურავთ საშემოდგომო სესიას, ხოლო შაბათს, 14 დეკემბერს, შედგება საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველო პრეზიდენტის არჩევა.

განვლილი ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ საპროტესტო აქცია, რომლის ეპიცენტრიც იყო აქ, პარლამენტის სასახლის გარშემო და რომელიც სამწუხაროდ ყოველდღიურად იღებდა ძალადობრივ ხასიათს. ბუნებრივია, ჩვენ ვნახეთ მშვიდობიანი დემონსტრანტებიც, რომლებიც აქ დგომით გამოხატავდნენ თავის პროტესტს თუ სოლიდარობას, თუმცა ვნახეთ უკიდურესად აგრესიული ჯგუფებიც, რომლებმაც მთლიან აქციას მისცეს ძალადობრივი ხასიათი. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საპოლიციო ძალებს, რომლებმაც, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, უდიდესი ძალისხმევა გასწიეს ძალადობის შესაჩერებლად და მართლწესრიგის აღსადგენად.

ძალადობრივი ჯგუფებისგან ინიცირებულ და გამოწვეულ შეტაკებებს არაერთი დაზარალებული ჰყავს. მინდა თითოეულ მათგანს ვუსურვო ჯანმრთელობა. რაც მთავარია, მინდა კიდევ ერთხელ, როგორც წინა დღეებში, გავაკეთო მოწოდება, რომ შეწყდეს ძალადობა, შეწყდეს აგრესია და პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს სამართლებრივ კალაპოტში. პროცესი უნდა დაბრუნდეს საჯარო სივრცეში, პარლამენტის კედლებში, სატელევიზიო სტუდიებში და თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით, რომელიც არ გამოიწვევს არეულობას. საზოგადოება დაიღალა და ჩვენ ვხედავთ ამას. ჩვენ ვართ უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება, მაგრამ გვესმის ყველას ხმა.

ხელისუფლებას დღევანდელ დღეს გააჩნია უმთავრესი ვალდებულება, უზრუნველყოს წესრიგი და არ დაუშვას არეულობა და რაიმე უმართავი პროცესი. ამ მიმართულებით კომპრომისი ვერ იქნება. გადატრიალების თუ სხვა რევოლუციური იდეებით შეპყრობილ პოლიტიკურ აქტივისტებთან ანგარიშის გაწევას ბუნებრივია არ ვაპირებთ.

ჩემი მიმართვა ეხება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც სტიქიურად გამოხატავს პროტესტს, მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციას არ აქვს ტრიბუნა, არ გვესმის მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ მთავარი მუხტი, რითაც მიმდინარე პროტესტი იკვებება, არის ჩატარებულ არჩევნებზე განცდილი მარცხი, როდესაც ამომრჩევლის ნაწილმა მხარი დაუჭირა ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ამომრჩევლის სრული უმრავლესობის დარწმუნება გამოეცხადებინა მისთვის ნდობა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. სწორედ ეს იმედგაცრუებაა, ის მუხტი, რაც მიმდინარე პროცესს ასაზრდოებს. ჩვენ ეს გვესმის, თუმცა დროა პროცესი დაბრუნდეს იმ კალაპოტში, რასაც გვკარნახობს საჯარო პოლიტიკის ფორმალური შინაარსი. არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ შედეგს და ეს ყველამ უნდა აღიაროს. თუ ვინმეს აქვს განსხვავებული პოზიცია, სჯობს ღიად დააფიქსიროს და შესაბამისი პასუხიც მიიღოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს