შალვა პაპუაშვილი - საქართველო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე შორსაა წასული, ვიდრე ამას რომელიმე პოლიტიკური ძალა შეძლებდა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ევროინტეგრაციის გზაზე „ყველაზე შორსაა წასული“, ვიდრე ამას რომელიმე პოლიტიკური ძალა შეძლებდა.

როგორც მან საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ქვეყანამ თუ რამეს მიაღწია ამ მიმართულებით, სწორედ იმიტომ, რომ პროცესი გონივრულად, დაფიქრებითა და სიბრძნით წარიმართა.

„რაც შეეხება ევროინტეგრაციას, გზას, რომელზეც 12 წლის განმავლობაში სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ყველაზე შორს ვართ წასულები, ვიდრე ამას რომელიმე პოლიტიკური ძალა შეძლებდა. ჩვენ ამ გზას ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ თანმიმდევრულად, მეთოდურად, დროში გაწერილად და გეგმაზომიერად. თუ რამეს მივაღწიეთ ამ მიმართულებით, სწორედ იმიტომ მივაღწიეთ, რომ გონივრულად, დაფიქრებით და სიბრძნით წარვმართეთ პროცესი. ამიტომ ენდო ამომრჩეველი ევროკავშირში ინტეგრაციის ჩვენ მიერ შეთავაზებულ გზას და ამიტომ დაგვიტოვა ქვეყნის მართვის მანდატი. გამოცხადებულ ნდობას კი სამართლებრივ სახელმწიფოში ყველამ უნდა სცეს პასუხი. დემოკრატიისა და ერთიან საზოგადოებაში თანაცხოვრების წესი ასეთია.

ძალადობრივი აქციები უნდა დასრულდეს, მშვიდობიანად გამოხატული პროტესტი უნდა დაუბრუნდეს პოლიტიკური განვითარების კალაპოტს. ჩვენ ბუნებრივია, მივესალმებით პროცესის სწორედ ამგვარ განვითარებას. დემონსტრანტებიც და პოლიტიკური ძალებიც მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ჩვენს ქვეყანას, გაიხედონ მომავლისკენ და მოემზადონ ამომრჩეველთან უკეთესი კომუნიკაციისთვის,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა