შალვა პაპუაშვილი - ბოლშევიზმი 100 წლის წინაც გარედან შემოვიდა და ახლაც, მისი ახალი ტიპის იმპლანტირება უცხოეთიდან ხდება

ბოლშევიზმი 100 წლის წინაც გარედან შემოვიდა და ახლაც, მისი ახალი ტიპის იმპლანტირება უცხოეთიდან ხდება - ამ პროცესებმა კარგი სამსახური გაუწია საზოგადოებას, რადგან გამოაშკარავდნენ ის ბოლშევიკური ჯგუფები, რომლებიც თითქოს ევროპულ ღირებულებებს ამოფარებულები, სინამდვილეში, ღვარძლს, მტრობას, შუღლს და საზოგადოების გახლეჩას თესავენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ახლა ვიცით ეს ადამიანები და ისიც, თუ რა განზრახვები აქვთ მათ საზოგადოებისთვის“.

„ეს 100 წლის თავზე გამეორებული ბოლშევიზმია. ბოლშევიზმი მაშინაც ჩვენთან გარედან შემოვიდა, საქართველოში უცხოეთიდან იყო იმპლანტირებული. ახლაც, ბოლშევიზმის ახალი ტიპის იმპლანტირება უცხოეთიდან ხდება, რომელიც გულისხმობს - დასახვრეტების სიის შედგენებს, პროსკრიფციებს, სადაც ადამიანი კანონგარეშედ ცხადდება და მის მიმართ ყველანაირი ზომა დაშვებულია. ამ მხრივ ამ პროცესებმა, საბოლოოდ, კარგი სამსახური გაუწია ჩვენს საზოგადოებას იმით, რომ კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა ის ბოლშევიკური ჯგუფები, რომლებიც საზოგადოებაში თითქოს ევროპულ ღირებულებებს ამოფარებულები, სინამდვილეში, თესავენ ღვარძლს, თესავენ მტრობას, შუღლს, გახლეჩას ამ საზოგადოების. ყველა ეს ადამიანი დღეს, უკვე ვიცით სახეზე ვინ არიან და სინამდვილეში რა განზრახვები აქვთ ფართო საზოგადოების მიმართ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი