შალვა პაპუაშვილი - ამდენ თავის ტკივილს, რასაც ევროკომისია თავისთვის და ჩვენთვის იჩენს, ხომ სჯობდა ევროკავშირს ეთქვა, რომ გამჭვირვალობის პრობლემა არ აქვს და უზრუნველყოფს, რომ მისი დაფინანსება გამჭვირვალე იქნება?

ამდენ თავის ტკივილს, რასაც ევროკომისია თავისთვის და ჩვენთვის იჩენს, ხომ სჯობდა ევროკავშირს ეთქვა, რომ გამჭვირვალობის პრობლემა არ აქვს და უზრუნველყოფს, რომ მისი დაფინანსება გამჭვირვალე იქნება? - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დამალულია ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელიც ევროკავშირისგან ფინანსდება - „ის ფარულად აფინანსებს რადიკალურ პარტიებს, ახლა უკვე ექსტრემისტულ ჯგუფებს, პოლარიზაციას და ტერორს საქართველოში.“

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირიდან არის ფული, რომლითაც საქართველოში კეთილი საქმე არ კეთდება და მინიმუმი, რაც ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს, ამ ფულის გამჭვირვალობაა.

„არასერიოზული ხდება ეს დამოკიდებულება. ამდენ თავის ტკივილს, რასაც ევროკომისია თავისთვის და ჩვენთვის იჩენს, ხომ სჯობდა ევროკავშირს ეთქვა, რომ გამჭვირვალობის პრობლემა არ აქვს და უზრუნველყოფს, რომ მისი დაფინანსება გამჭვირვალე იქნება. რა აქვს დასამალი ევროკავშირს? რატომ მალავენ? რატომ არის ასეთი დიდი სურვილი, რომ დამალონ თანხები? არადა დამალულია, ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელიც ევროკავშირისგან ფინანსდება, ფარულად აფინანსებს რადიკალურ პარტიებს, ახლა უკვე ექსტრემისტულ ჯგუფებს, პოლარიზაციას და ტერორს საქართველოში. მათ შორის ევროპის დემოკრატიის ფონდი აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზების კამპანიას, რომელსაც ორგანიზაცია „სირცხვილია“ ეწეოდა. ამან მოგვიტანა შედეგი, რომ ის ერთი მოლოტოვი, რომელიც შარშან გაისრულეს, დღეს იქცა ხუთად თუ რამდენიც იყო, რაც ვნახეთ. აი, ამ ევროკავშირისგან დაფინანსებულმა „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებამ მიიყვანა ეს მოძალადეები და ჩვენი საზოგადოება აქამდე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან არის ფული, რომლითაც საქართველოში კეთილი საქმე არ კეთდება და მინიმუმი, რაც ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს, ამ ფულის გამჭვირვალობაა. როდესაც მალავ, ესე იგი რაღაცას არასწორად ან არასასიკეთოდ აკეთებ და ეს არის მთავარი.

დავაკვირდეთ ერთ რამეს: იმას კი არ ამბობენ ხოლმე, რომ რაღაც რეგულაცია შეიძლება ასე ან ისე იყოს, არამედ პირდაპირ კატეგორიულად ამბობენ, რომ საერთოდ არ არსებობდეს არანაირი გამჭვირვალობის კანონმდებლობა და ყველაფერი იყოს დახურული. პირდაპირ გაუქმებაზეა ხოლმე საუბარი, ეს მოწოდება კი აღძრავს ეჭვს, რომ სინამდვილეში, ამის უკან ფინანსების ფარულად ხარჯვის სურვილია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი