გიორგი ვაშაძე შს მინისტრს - მაინტერესებს, დაკითხეთ თუ არა ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე, რომლებიც ძალადობის მთავარი ორგანიზატორები არიან - ეს თავად „ტიტუშკები“, „ტიტუშკებს“ აორგანიზებენ

მაინტერესებს, დაკითხეთ თუ არა ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე, რომლებიც ქუჩაში მიმდინარე ძალადობის მთავარი ორგანიზატორები არიან. ისინი გასცემენ პოლიტიკურ დავალებას, რის გამოც, სპეცრაზმი თავ-პირს ალეწავს მოქალაქეებს. ისინი, ეს თავად „ტიტუშკები“, „ტიტუშკებს“ აორგანიზებენ, რომლებიც თავს ესხმიან მოქალაქეებს, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, საგამოძიებო უწყებაში მის დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ძალადობის მთავარი ორგანიზატორები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა.

"ქვეყანაში ქაოსია, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია და ამ ქაოსის სახელი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობას არ გვაძლევს. სანამ ამ ადამიანს არ მოვიშორებთ, არ გვეღირსება არც სიმშვიდე, არც ევროკავშირში ინტეგრაცია და არც განვითარება. მისი და ჩვენი ინტერესები განსხვავდება ერთმანეთისგან. მას უნდა, რომ ბევრი ფული აკეთოს და ძალაუფლება მიიტაცოს, ჩვენ ნორმალურად და ადამიანურად ცხოვრება გვინდა ამ ქვეყანაში.

შსს-სგან მივიღე რაღაც გაურკვეველი ფურცელი [უწყება] და მინდა ვახტანგ გომელაურს მივმართო, თქვენ აქ სახელი და გვარი შეგეშალათ. აქ უნდა ეწეროს ბიძინა ივანიშვილი. მაინტერესებს დაკითხეთ თუ არა ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე, რომლებიც ქუჩაში მიმდინარე ძალადობის მთავარი ორგანიზატორები არიან. ისინი გასცემენ პოლიტიკურ დავალებას, რის გამოც, სპეცრაზმი თავ-პირს ალეწავს მოქალაქეებს. ისინი, ეს თავად "ტიტუშკები", "ტიტუშკებს" აორგანიზებენ, რომლებიც თავს ესხმიან მოქალაქეებს. ვახტანგ გომელაურს მივმართავ - არის თუ არა დაკითხვაზე დაბარებული ამ ძალადობის მთავარი ორგანიზატორები, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და შეიძლება თქვენც, თუ თქვენც, მაშინ სხვა უწყება გამოგკითხავთ.

არის თუ არა გამოკითხვაზე დაბარებული ჯგუფურ ძალადობაზე, ჟურნალისტებზე თავდასხმის, ადამიანების თავ-პირის მტვრევის ორგანიზებაზე, სისხლში გათხვრილი ადამიანები დაბარებულები? - ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს. ამ ფურცლების გამოგზავნას კი შეეშვით!

პასუხს ველოდები ე.წ. შს მინისტრისგან, ვახტანგ გომელაურისგან",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში