ბათუმის იუსტიციის სახლთან, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო

ბათუმის იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მართავდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება იყო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის, რომლებიც იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ.

„შემოვედით, ხმამაღლა გაფიცვისკენ მოვუწოდეთ იუსტიციის სახლის თანამშრომლებს. შემოვარდა პოლიცია, მათ შორის შენობაში წინასწარ მობილიზებული ჰყავდათ დაცვის პოლიცია და ძალის გამოყენებით, იძულებით გამოგვიყვანეს გარეთ. როცა ქვეყანაში კანონი არ კანონობს და არაფრის პროტესტს კანონის ფარგლებში აზრი არ აქვს, ჩვენ ერთადერთი პროტესტი ხმაურით და ფიზიკურად შეგვიძლია რომ გამოვხატოთ. ამიტომ, ყოველთვის ვდგავართ იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და აუცილებლად ეს ბრძოლა მივა გამარჯვებამდე, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბონდო თედორაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები