ირაკლი ზარქუა - პატრონების დაკვეთით უსამშობლოების ინტერესებშია, რომ აქ რამენაირად გავარდეს ტყვია, რომ ამას მოჰყვეს ე.წ. ნაცმაიდანი და გადატრიალება - ვერ ეღირსებით! არ აგარევინებთ!

მცდელობა, გეგმა უკავშირდება იმას, რომ აქ „ნაცმაიდანი“ მოაწყონ, რაც არ გამოსდით და არც გამოუვათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა. მან ოპოზიციის წევრებს „უსამშობლოები“ უწოდა, რომელთა მიზანი, ირაკლი ზარქუას აზრით, ქვეყნის არევაა.

„რატომ ვეძახით მათ „უსამშობლოებს“? დაეწყვნენ ეს ე.წ პოლიტიკოსები, ბოკუჩავები, ვაშაძეები, „გირჩი“ ჩახდილი ჯაფარიძე და ეს უსამშობლოები, ევროკავშირს მიმართეს, ჩვენს ქვეყანას იქნებ შეუწყვიტოთ უვიზო მიმოსვლა, იქნებ კანდიდატის სტატუსი წაართვათო, მოლაპარაკებების გახსნა იქნებ მაქსიმალურად დაბლოკოთო. ესენი არიან უსამშობლოები და მათგან რას უნდა ველოდოთ? არაფერს. ისევ მცდელობა იქნება, რომ რამენაირად ეს ქვეყანა გაწირონ, „გააშავონ“, ჩვენი საქართველო რამენაირად უკან დახიონ. მთელი ეს პერიოდი ამას აკეთებენ. არ გახსოვთ სამადაშვილი რომ წერდა ბრიუსელში შეხვედრებზე, სტატუსი არ მისცეთ, თორემ მერე არჩევნებში ვერ დავამარცხებთო? ეს არის ქალბატონი სამადაშვილი, ხომ იცით, რომელიც არის? ხელმოცარული დიპლომატი. აი, ასეთები გვყავს, ხელმოცარულები როგორც დიპლომატიაში, ასევე, ეკონომიკაში. ვალების ეკონომიკა ჰქონდა 2012 წლამდე ჩვენს ქვეყანას, ახლა 28 მილიარდიან ბიუჯეტს ვამტკიცებთ ამ კვირაში. ეს მოხმარდება ჩვენს ახალგაზრდებს, ინფრასტრუქტურას და ქვეყნის საბოლოო გამარჯვებას“, - განაცხადა ზარქუამ.

მისი განმარტებით, საქართველოში ვითარების ესკალაცია ოპოზიციის ინტერესებშია.

“სიტუაციის ესკალაცია და დაძაბვა, ეს არის სწორედ ამ უსამშობლოების, ამ რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების ინტერესებში, „პატრონების“ დაკვეთით, რომ აქ იქნებ რამენაირად გავარდეს ტყვია. აი, ეს არის მათი მთავარი ამოცანა, რომ ქაოსი იყოს და ამას მოჰყვეს შემდეგ ე.წ. „ნაცმაიდანი“ და გადატრიალება. ვერ ეღირსებით! არ აგარევინებთ! გამორიცხულია!. თქვენნაირი უსამშობლოების გზა არის ერთი-პოლიტიკურ მოუსავლეთში და სწორედ ამ პროცესს ადგახართ ახლა. სულ რამდენიმე კვირა და ეს ყველაფერი დამთავრდება“, - განაცხადა ზარქუამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო