ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზადაა, ქვეყნის ტერიტორიაზე, ნატო-ში გაწევრიანებამდე, უცხოური ჯარების განლაგების საკითხი განიხილოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის განიხილოს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინადადება უკრაინის ტერიტორიაზე, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებამდე, უცხოური ჯარების განთავსების შესახებ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) ლიდერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის წინ განაცხადა.

მისი თქმით, პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას, მან ჰკითხა მათ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებამდე.

„გულწრფელად გეტყვით, ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ და ვიმუშაოთ ემანუელ მაკრონის წინადადებაზე. შეგახსენებთ, მან შემოგვთავაზა, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ჯარების ნაწილი იმყოფებოდნენ უკრაინის გარკვეულ ტერიტორიებზე, რაც ჩვენი უსაფრთხოების გარანტი იქნება, სანამ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდება. მანამდე ჩვენ უნდა გვქონდეს მკაფიო გაგება, თუ როდის იქნება უკრაინა ევროკავშირში და როდის - ნატო-ში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის