თინა ბოკუჩავა - ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, რომლებიც რუსულმა რეჟიმმა უკანონოდ დააკავა, ზესტაფონის იზოლატორში გადმოიყვანეს, რათა ადვოკატს არ ჰქონდეს რეგულარული კომუნიკაცია

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, რომლებიც რუსულმა რეჟიმმა უკანონოდ დააკავა, ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადმოიყვანეს, რათა ადვოკატს არ ჰქონდეს რეგულარული კომუნიკაცია. მათზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაც დასჯადია არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო კონვენციებით, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმს ცოტა დრო აქვს დარჩენილი.

„თითქმის ორკვირიანი რეპრესიების შედეგად, ივანიშვილის რუსულ რეჟიმს დაკავებული ჰყავდა და ჰყავს 500-მდე ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდები, თუმცა დაკავებულთა ასაკი მერყეობდა 14-დან 60 წლამდე. ამითაც ძალიან დაემსგავსა ივანიშვილის რუსული რეჟიმი პუტინის რეჟიმს, რომ მცირეწლოვან ბავშვებს აკავებდა, რიგ შემთხვევებში, საკუთარი დედების წინ. უკანონოდ დაკავებულთა შორის ასევე არიან “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები: საბა ბირკაია, ვახო გაგნიძე, ირაკლი არდია, რომლებიც რუსულმა ომონმა მხოლოდ იმიტომ დააკავა უკანონოდ, რომ მათ ჩვენს ახალგაზრდულ ოფისში ძალიან მძიმე დარბევის ღამის შემდეგ ეძინათ. საზოგადოებამ ნახა რუსული ომონის მხრიდან როგორ მოხდა უკანონოდ თეთრი ტომრებით მტკიცებულებების შეტანა, რათა ივანიშვილმა მტკიცებულებების ფალსიფიკაციით დააჯეროს საზოგადოებას, რომ პოლიციის შენობიდან 10 მეტრის მოშორებით, ოფისში, სადაც ბავშვებს ეძინათ, ვითომ რაიმე უკანონო საგნები იყო განთავსებული.

ამ ორი კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რუსი ივანიშვილი საერთოდ არ იცნობს საკუთარ ხალხს და არ ესმის, რომ ქართული საზოგადოება არ დაიჯერებს ამ რუსული ტიპის ფალსიფიკაციას, ფაბრიკაციას და პროპაგანდას. ახალგაზრდები გადმოიყვანეს ზესტაფონის იზოლატორში იმისთვის, რომ ჩვენმა იურისტმა მათთან რეგულარულად კომუნიკაცია ვერ შეძლოს. ვიცით, რომ მათზე ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობაა.

გვინდა გავაფრთხილოთ რეჟიმის თითოეული მსახური, რომ ამგვარი მოქმედებები, იქნება ეს ფიზიკური ანგარიშსწორება მომიტინგეებზე, რასაც ჰქონდა ადგილი და უმეტესობას აქვს მძიმე დაზიანებები თავის და სახის არეში, ასევე ნებისმიერი ტიპის ფსიქოლოგიური ზეწოლა არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც ირღვევა არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო კონვენციებით. რეჟიმი სრულდება, ძალიან ცოტა დრო დარჩა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს და კარგად უნდა ესმოდეს თითოეულ ადამიანს, იქნებიან ეს ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლები, იქნებიან ეს რუსული ომონის წევრები, რომლებიც თბილისში არბევენ, აკავებენ, შეურაცხყოფენ მომიტინგეებს, ყველას მოუწევს აგოს პასუხი კანონის სრული სიმკაცრით,” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა