თინა ბოკუჩავა - ძალიან ჰგავს ივანიშვილის რეჟიმი იანუკოვიჩის რეჟიმს - იანუკოვიჩის სახლში გახსნილია კორუფციის მუზეუმი, მალე მოვესწრებით იმ დროს, როცა ივანიშვილის სახლშიც გაიხსნება მუზეუმი

ძალიან ჰგავს ივანიშვილის რუსული რეჟიმი იანუკოვიჩის უკრაინულ რუსულ რეჟიმს - იანუკოვიჩის სახლში გახსნილია კორუფციის მუზეუმი, მალე მოვესწრებით იმ დროს, როცა ივანიშვილის სახლშიც გაიხსნება მუზეუმი, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ძალადობრივი, საკუთარ ხალხზე მოძალადე რეჟიმი მალე ჩანაცვლდება ხალხის წარმომადგენლობითი მთავრობით.

„ნამდვილად ვხედავ პარალელს ივანიშვილის რეჟიმსა და იანუკოვიჩის რეჟიმს შორის. იქნება ეს სასტიკი დარბევები, მასობრივი დაკავებები თუ ახლა უკვე სრულიად გაუგონარი თავდაცვითი საშუალებების აკრძალვის კანონი. ძალიან ჰგავს ამ თვალსაზრისით ივანიშვილის რუსული რეჟიმი იმდროინდელ უკრაინულ რუსულ რეჟიმს, იანუკოვიჩის რეჟიმის სახით. მინდა, რომ ამ პარალელების გავლებისას ივანიშვილმა კარგად გაიხსენოს როგორ დაასრულა იანუკოვიჩმა. სწორედ ასე დაასრულებს ივანიშვილიც. იანუკოვიჩის სახლში გახსნილია კორუფციის მუზეუმი და დარწმუნებული ვარ, რომ მალე მოვესწრებით იმ დროს, როცა ივანიშვილის სახლშიც გაიხსნება მუზეუმი. ასევე, ამ ქვეყანას შეეძლება, რომ რუსული, კორუმპირებული, ძალადობრივი, საკუთარ ხალხზე მოძალადე რეჟიმი ჩანაცვლდეს ხალხის წარმომადგენლობითი მთავრობით, რომელიც მოახდენს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაციას და ჩვენს ქვეყანას დააბრუნებს ევროპული განვითარების გზაზე“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი