გივი მიქანაძე - მინდა, მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, ვინც გულანთებულია და რეალურად სურს ქვეყნის წინსვლა, დაფიქრდნენ, რომ ძალებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, არ მისცენ შესაძლებლობა, გამოიყენონ არეულობის შესაქმნელად

აქციები დაორგანიზებული და ძირითადად მართულია იმ ოპოზიციური ძალების მიერ, რომლებიც ვერ ბედავენ, რომ ჩრდილიდან გამოვიდნენ და კონკრეტული განცხადებები და მოთხოვნები გააკეთონ , - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ახალგაზრდების ნაწილმა დაიჯერა „რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებული პროპაგანდისტული“ ინფორმაცია, შესაბამისად, იგი მოუწოდებს ახალგაზრდებს, რომლებიც გულწრფელად არიან „პროტესტში ჩართული, დაფიქრდნენ და არ მისცენ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედ ძალებს შესაძლებლობა, გამოიყენონ ისინი არეულობისა და ქაოსისთვის“.

„ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რეალობას წარმოადგენს ის, რომ ახალგაზრდების ნაწილი, რომლებმაც დაიჯერეს ის პროპაგანდისტული ინფორმაცია, რომლის გავრცელებასაც ცდილობენ და ტირაჟირებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, სწორედ ამ აღქმების ერთგვარი მსხვერპლი გახდნენ. მინდა ყველა ახალგაზრდას, ვინც მართლაც გულანთებულია და რეალურად ამ ქვეყნის წინსვლა და მომავალი სურს, მოვუწოდო, რომ აუცილებლად დაფიქრდნენ, რომ არ მისცენ ამ ძალებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და ამოფარებული არიან სწორედ ამ ახალგაზრდებს შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ ისინი არეულობის და ქაოსის შესაქმნელად“, - აღნიშნა მიქანაძემ.

ამასთან, მიქანაძის თქმით, დღევანდელი სახელმწიფო არ არის 90-იანი წლების საქართველო.

„რაც შეეხება იმ მოცემულობას, რაზეც გუშინ გაჟღერდა ინფორმაცია და ვიხილეთ ვიდეოჩანაწერები ერთგვარი დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით, ეს ძალიან მაღალი რისკის შემცველი გადაწყვეტილებაა და თითოეული ის ადამიანი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს. ეს არ არის 90-იანი წლები, როდესაც ერთგვარი ბანდფორმირებები იქმნებოდა, ეს არ არის ის საქართველო, როდესაც სახელმწიფოებრიობის არსებობა-არარსებობის საკითხი იდგა. ეს არის შემდგარი ქვეყანა, სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველდღიურად საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, უსაფრთხოებას და შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსიც კი კრძალავს მსგავსი ფორმირებების ჩამოყალიბებას. ამიტომ, მე მოვუწოდებ ახალგაზრდებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, შეცდომაში შეიყვანეს და უთხრეს, რომ კარგი ინიციატივა ან კარგი გადაწყვეტილებაა მსგავსი ფორმირების შექმნა, დაფიქრდნენ იმაზე, თუ რას ჩაუყარეს საფუძველი, არ მისცენ ამას განვრცობის შესაძლებლობა, იმიტომ, რომ ამან შეიძლება დააყენოს დღის წესრიგში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ “იმედის“ ეთერში, რომელის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები