სიგარეტსა და „აიქოსზე“ აქციზის გადასახადი, სათამაშო ბიზნესის შემთხვევაში კი მოგების გადასახადი იზრდება

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, სიგარეტის შემთხვევაში აქციზის, ხოლო სათამაშო ბიზნესის შემთხვევაში, მოგების გადასახადი გაიზრდება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, "საგადასახადო კანონში" ცვლილებები მნიშვნელოვანია საბიუჯეტო სახსრების მოზიდვის თვალსაზრისითაც.

„მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილება, სიგარეტისა და აიქოსის შემთხვევაში გაძვირდეს აქციზის გადასახადი, რაც აიქოსის შემთხვევაში იქნება - 15 თეთრის, ხოლო - 20 თეთრის ოდენობის სიგარეტის შემთხვევაში.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თამაშების ორგანიზატორებზე მოგების გადასახადი იზრდება 5%-ით. მოგებასთან დაკავშირებით, როგორც ბანკებს აქვთ საგადასახადო რეგულაცია, იგივე იქნება სათამაშო ბიზნესთან, ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით.

ესტონური მოდელის მიხედვით, ეს ბიზნესი ასეთი გადასახადისგან გათავისუფლებული იყო. უნდა შემცირდეს გარკვეულ რისკები, განსაკუთრებით ახალგაზრდობასთან მიმართებით. სხვა სახის გადაწყვეტამ ისეთი შედეგი არ მოგვცა, რომელსაც ჩვენ ველოდით. ასევე, საბიუჯეტო სახსრების მოზიდვის თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს