მამუკა მდინარაძე "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე -  ვის აწყობდა და შედეგი რაც დაიდო, ამით ვინ მიიღო პოლიტიკური საკვები? - ყველა აქტორი "ნაცია"

ამ თემებში ღრმად არ შევიდეთ, მაგრამ, დავიწყოთ იმით, ვის აწყობდა და შედეგი რაც დაიდო, ამით ვინ მიიღო პოლიტიკური საკვები? აბსოლუტურად ჩამქრალი მუხტი იყო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მოხდა ამაზრზენი, ამორალური ფაქტი და ამით გამოიკვება რადიკალური ოპოზიცია და მათი ტელევიზიები. აწყობდათ "ნაცებს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე მომხდარ თავდასხმაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

"იქ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც, მე ვერ დავადასტურებ იყვნენ არ იყვნენ, "მთავარი არხი" ავრცელებს და "ნაცების" ტელევიზიასვე თუ დავუჯერებთ, შემსრულებლებიც იყვნენ "ნაცები", დაზარალებულებიც არიან "ნაცები", შემთხვევით აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა რაკურსით იღებდნენ ამას - ისინიც "ნაცები". ანუ ყველა აქტორი "ნაცია", "ნაცებს" აწყობთ და ჩვენ გაგვიკეთებია თურმე ეს ამბავი. წარმოუდგენელია, ყველა აქტორი "ნაცია" - დაზარალებულიც, ვისაც თავად აბრალებენ, ისინიც "ნაცების" როგორც მინიმუმ, ოჯახის წევრები - ერთის, თუ არ ვცდები დები და დედა "ნაცმოძრაობის" აქტიური მხარდამჭერები და აქტივისტები, მეორის დედა აქტიური მხარდამჭერი, მამამ დაწერა, რომ მე მივდივარ ახლა აქციაზე და ვინც იდენტიფიცირებული იქნა მათ მიერვე, მათ ვერსიას რომ გავყვეთ, თორემ, მე ვერაფერს ვამტკიცებ, ამას გამოძიება იტყვის - ყველა აქტორი არის "ნაცი", "ნაცებს" აწყობდათ. დასკვნების გამოტანა მარტივია, თუმცა მათ ვერსიასაც არ გავყვეთ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, თუ დავუშვებთ, რომ თავდამსხმელი არა ოპოზიციის, არამედ "ქართული ოცნების" მომხრეა, მან უდიდესი მავნებლობა ჩაიდინა და "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე დაასხა წყალი.

"იმავე დღეს, მე ვთქვი, თუ ეს არის ისეთი ვიღაცის გაკეთებული, მათ ვერსიას აქაც რომ გავყვეთ, ერთ-ერთი იდენტიფიცირებული არ ფიქსირდება როგორც "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი და თუ ეს გაკეთებულია ვინმე ჩვენი მომხრის მიერ, მას შემიძლია ვუთხრა, რომ ამ საქციელით ჩვენი მხარდაჭერა კი არა, ჩაიდინა უდიდესი მავნებლობა და "ნაცების" წისქვილზე დაასხა წყალი - ეს მეორე ვერსიის თანახმად. თუ კოჰაბიტაციური შენაერთი იყო და ის ახორციელებდა ამ დანაშაულს, მაშინ, არ ვიცი, რაშია საქმე", - განაცხადა მდინარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები