ლევან ხაბეიშვილი - „პოლიტიკოსებისგან“ , რომლებიც ორი დღეა რეჟიმს „დაეჯახნენ“ „ნაციონალური მოძრაობის“ აუგად მოხსენიება, უხერხულია  - ზოგმა დათვის ტყვიებიც გვესროლა, თვალებიც დაგვთხარა და ახლა, ვალს გვადებენ! იქნებ ახლა მაინც მოკეტოთ?

ცოტა უხერხულია, ორი დღეა რეჟიმს „დაეჯახნენ“, ასეთი „პოლიტიკოსებისგან“ „ნაციონალური მოძრაობის“ აუგად მოხსენიება! ჩვენ რომ რუსულ რეჟიმს ვებრძოდით, ეს ხალხი ივანიშვილს ამაგრებდა, მათი ხელშეწყობით მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე - ზოგმა დათვის ტყვიებიც გვესროლა, თვალებიც დაგვთხარა და ახლა, აქეთ ვალს გვადებენ! - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ის მოუწოდებს, „პარტიულ კეკლუცობას მოეშვან“ და ახლა მაინც ქვეყნის ინტერესებიდან ისაუბრონ.

„2012 წლიდან დღემდე, 12 წელია, რუსული რეჟიმი, მწამებელი ივანიშვილი „ნაციონალებს“ დევნის - აპატიმრებს, სცემს, სახლებში უვარდება, უწყობს პროვოკაციებს. 10 000-ზე მეტი მხარდამჭერი ადამიანი პროკურატურაში ატარეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ასობით წევრს წლები ციხეში გაატარებინა, 1 000-ობით ჩვენი მხარდამჭერი ადმინისტრაციული წესით მრავალჯერ დაუპატიმრებიათ, დაუჯარიმებიათ; 1 000-ობით ადამიანს ანგარიშები დაუყადაღეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქვეყნიდან ემიგრაციაში გააქციეს და მიუხედავად ამისა, ამ პარტიის მხარდამჭერებს, წევრებსა და გუნდს უკან არასდროს დაუხევია!!! არც ერთი წამი არ ჩამოუშვია ხელები და 2012 წლის 1 ოქტომბრიდან უკომპრომისო ბრძოლაშია რეჟიმის წინააღმდეგ!

ჩვენმა ნატანჯმა ამომრჩეველმა, მხარდამჭერმა უამრავი შეურაცხყოფა, დამცირება, ბულინგი გადაიტანა და მაინც, ყველაზე მხნედ დგას ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე! ახლაც, ყველაზე ღირსეულად და მოთმინებით იტანს უსამართლობას, თავმდაბლურად ატარებს ივანიშვილის სტილში ყველა ნასაუბრებს, თუ ცილისწამებას.

ცოტა უხერხულია, 2 დღეა რომ ოპოზიციაში არიან და 2 დღეა რომ რეჟიმს „დაეჯახნენ“, ასეთი „პოლიტიკოსებისგან“ „ნაციონალური მოძრაობის“ აუგად მოხსენიება!

ჩვენ რომ რუსულ რეჟიმს ვებრძოდით, ეს ხალხი ივანიშვილს ამაგრებდა, მათი ხელშეწყობით მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე - ზოგმა დათვის ტყვიებიც გვესროლა, თვალებიც დაგვთხარა და ახლა, აქეთ ვალს გვადებენ!

იქნებ ახლა მაინც მოკეტოთ ცოტა ხნით და პარტიულ კეკლუცობას მოეშვათ?! იქნებ ახლა მაინც ქვეყნის ინტერესებიდან ისაუბროთ და არა ვიწროპარტიული ბოღმებით!

თავმდაბალი, ყველაფრის მნახველი ადამიანები არიან „ნაციონალები“ და ვამაყობ თითოეული ამ ადამიანით!

ბოდიშს გიხდით მათ მაგივრად ვინც, ისევ რუსული პროპაგანდის ენით გესაუბრებათ და ისევ თქვენ გიწევთ თმენა და თავშეკავება! არასდროს დაგვიყენებია ჩვენი ინტერესი ქვეყნისაზე მაღლა, ჰოდა ახლაც ასე გავაგრძელებთ - მუხლჩაუხრელად ბრძოლას და შრომას! ისევ ჩვენ მოვითმენთ და ისევ საერთო, საქვეყნო საქმისთვის. გამხნევდით ჩემო ღირსეულო თანამებრძოლებო!“ , - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში