მამუკა მდინარაძე - გახარიას წამოსცდა, რომ ოპოზიცია ცდილობს, ამბები ტრამპის ინაუგურაციამდე მოასწროს, ამის შემდეგ აღარაფრის იმედი აქვთ - ბოლო რესურსი დახარჯეს, კარგი ვქენით, რომ წინასწარ დავახარჯვინეთ

გახარიას წამოსცდა იმის დამადასტურებელი სიტყვები, რაზეც ჩვენ კვირაზე მეტია ვსაუბრობთ - წამოსცდა, რომ ოპოზიცია ცდილობს, ამბები ტრამპის ინაუგურაციამდე მოასწროს, ამის შემდეგ მათ აღარაფრის იმედი აქვთ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის განმარტებით, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, „როგორც მინიმუმ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და გამჭვირვალობის კანონებზე ზეწოლა შემცირდება“.

„გახარიას წამოსცდა იმის დამადასტურებელი სიტყვები, რაზეც ჩვენ კვირაზე მეტია ვსაუბრობთ. უკან აღარ დაიხია და თქვა, რომ დიახ, როგორც მინიმუმ, უნდათ, რომ ეს გააკეთონ ახალ წლამდე, ან მაქსიმუმ ტრამპის ინაუგურაციამდე. ამის შემდეგ მათ აღარაფრის იმედი აქვთ იმიტომ, რომ როგორც მინიმუმ ბიუროკრატიისა და სხვადასხვა ძალის გავლენით ის წნეხი დარბილდება, რომელიც საქართველოს, მის ხელისუფლებასა და მოსახლეობას აქვს. მუდმივად ვხედავთ ზეწოლის მექანიზმების ამუშავებას, მუდმივად გვესმის, რომ გააუქმეთ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი, გააუქმეთ გამჭვირვალობის კანონი. ვხედავთ ასეთი სახის ზეწოლებს, რაც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ვერ გაგრძელდება. მინიმუმ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით ზეწოლა შემცირდება, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ. ბიუროკრატიის დარჩენილმა ნაწილმა რომ მოახერხოს და გააგრძელოს ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომა, მინიმუმ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით წნეხი მოიხსნება ჩვენზე და დარბილდება ეს ზეწოლა საქართველოზე, მის მოსახლეობაზე და ხელისუფლებაზე. ამიტომ, ისინი ცდილობენ, რომ ამბები ტრამპის ინაუგურაციამდე მოასწრონ. ეს წამოსცდა გახარიას, უკან აღარ დაიხია. ისიც წამოსცდა ამასობაში, რომ ეს არის პირველი ფაზა. მეორე ფაზაზე უკვე ვისაუბრე და ეს შეიძლება იყოს ქაოსი, მათი ხელისუფლებაში დაბრუნება, შესაბამისად, ამ ქვეყანაში ომის დაწყება და მისი მეორე ფრონტად გამოყენება. ომის პერსპექტივაც ნაკლებია ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ და საქართველოს ომში ჩართვის საჭიროების ნაკლებობაც არ გამოიკვეთებოდა. ამიტომ ჩქარობენ და ამიტომ არის, რომ ბოლო რესურსი დახარჯეს. ოღონდ კარგი ის ვქენით, რომ წინასწარ დავახარჯვინეთ. როცა ვიღაცა ომს აპირებს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც, თუ დაგეგმილ დროში შეძელი, მაშინ უფრო მყარად ხარ. ასე მყარად იქნებოდნენ 16-20 დეკემბერს. 16-20-ში მათ არანაირი შიდა რესურსი აღარ აქვთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ „თანმიმდევრულად“ მიჰყვებიან გეგმას, რომელსაც „პირველი ფაზა“ ჰქვია. როგორც გახარიამ აღნიშნა, თუ პირველი ფაზა აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე არ „დაასრულეს, მერე გვიანი იქნება“.

„პირველ ფაზაში ჩვენი მიზანია, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად შეკრებილ პარლამენტს, ამ პარლამენტის შედეგად არჩეულ თავმჯდომარეს, მთავრობას და პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეთ ლეგიტიმაცია. ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რომელსაც პირველი ფაზა ჰქვია და ეს ფაზა მერწმუნეთ, ჩვენ თუ არ დავასრულეთ ახალ წლამდე, ყოველ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, იცოდეთ, რომ შემდგომ უკვე ეს ძალიან გვიან იქნება. ამიტომ, ახლა ჩვენ კონცენტრირებულად ვმუშაობთ იმაზე, რომ არ მოხდეს ამ ინსტიტუტების ლეგიტიმაცია“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე