აშშ-მა სირიასა და იემენში ადამიანის უფლებების დარღვევისა და ზიმბაბვეში კორუფციასთან კავშირის გამო რამდენიმე პირს სანქციები დაუწესა

აშშ-მა სირიასა და იემენში ადამიანის უფლებების დარღვევისა და ზიმბაბვეში კორუფციასთან კავშირის გამო რამდენიმე პირს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 14 პირსა და მათი ოჯახის წევრებს კორუფციასთან კავშირის გამო და ერთ პირს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის სანქციები დაუწესა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული პირები აშშ-ში შესვლას ვერ შეძლებენ.

ამასთან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა, სახელმწიფო დეპარტამენტთან კონსულტაციების შედეგად, ზიმბაბვეში კორუფციასთან კავშირის გამო 9 ფიზიკურ პირსა და 19 სამართლებრივ ერთეულს და ასევე, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სირიასა და იემენში ორ ფიზიკურ პირსა და ერთ სამართლებრივ ერთეულს სანქციები დაუწესა.

„აშშ ადამიანის უფლებების პატივისცემის ხელშეწყობის ერთგულია და ხაზინა ამაყობს, რომ ამ მიზნით ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენების ხანგრძლივი ისტორია გვაქვს“, - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, ჯანეტ იელენმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს