„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს თითოეული ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს თითოეული ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე.

როგორც ცენტრის იურისტმა გიორგი კაკუბავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ჟურნალისტებს გურამ როგავას და დავით ცაგარელის ინტერესებს იცვას. მისი თქმით, ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ ეს ჟურნალისტები დაზარალებულად იყვნენ ცნობილი.

„სამწუხაროდ, ჟურნალისტური საქმიანობა არ არის უსაფრთხო და ამ მიმართულებით აუცილებელია გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმიტომ, რომ მედიაპლურალიზმის გარეშე, დემოკრატიული სახელმწიფო ვერ იარსებებს. ასევე, შემაშფოთებელია ის გარემოებები და ფაქტები, რომელიც ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში მოხდა. ჟურნალისტებზე განხორციელებულმა თავდასხმამ ფაქტობრივად, ტენდენციური სახე მიიღო და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, შესაბამისმა უწყებებმა ქმედითი ნაბიჯები გადადგას. ასევე, მნიშვნელოვანია სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინოს თითოეული ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე. როგორც მოგეხსენებათ, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის საკითხები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ექვემდებარება და ამიტომ, მნიშვნელოვანია, გონივრულ ვადაში გამოიძიონ ყველა ის ხელშეშლის ფაქტი, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა. მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ წელიწად ნახევრის განმავლობაში 47 საქმე აქვს, რომელიც უკავშირდება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას. ეს პატარა მონაცემები არ არის. კოლეგა ორგანიზაციებს ასევე სხვა ხელშეშლის ფაქტები აქვთ და სხვა „ქეისები“, რომელიც ერთობლიობაში ქმნის ტენდენციას, რომ ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობა უსაფრთხო არ არის. თუ გონივრულ ვადაში და მყისიერად არ იქნება გამოძიებული მსგავსი ქმედებები, ამას მსუსხავი ეფექტი ექნება და გაჩნდება დაუსჯელობის სინდრომი. ვისაც ხელეწიფება აღნიშნული „ქეისების“ გამოძიება, აუცილებელია მყისიერი რეაგირება მოახდინონ. ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ გურამ როგავას და დავით ცაგარელის „ქეისი“, რომელთაც ორგანიზაცია იცავს. ყველა ვიდეომტკიცებულება არსებობს და არსებობს ის წინაპირობა, რომ ეს ადამიანები დაზარალებულად იყვნენ ცნობილი. ამდენად, როდესაც ხელის გულზე დევს ყველა მტკიცებულება და სახეზეა მტკიცებულებათა ერთობლიობა, აუცილებელია შესაბამისმა ორგანოებმა მყისიერად იმოქმედონ, არ გაჩნდეს ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი და თითოეულ ჟურნალისტს მიეცეს უსაფრთხო გარემოში მუშაობის საშუალება“,-განაცხადეს „ადამიანის უფლებათა ცენტრში“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები