გიორგი ბუტიკაშვილი - ოთხივე პარტია ვმუშაობთ და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დასავლეთმა სანქციები დაუწესოს იმ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ჩართულები არიან ძალადობაში

ოთხივე პარტია ვმუშაობთ და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დასავლეთმა სანქციები დაუწესოს იმ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ჩართულები არიან ძალადობაში. ქართველი ხალხი ყოველთვის ევროპული მომავლის სადარაჯოზე იდგა და აგრძელებს ბრძოლას, ახლა ჯერი ევროკავშირსა და აშშ -ზეა, რომ დაიცვას ჩვენი მომავალი და მოქალაქეები, დაცვაში სანქციები და სისტემის მორყევა იგულისხმება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლო მომავალში ევროკავშირის საბჭოს სხდომა გაიმართება და მათ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან „ქართული ოცნების“ „უსამართლო გადაწყვეტილებების შესახებ“.

„დასავლეთის რეაქციები შესაბამისი იქნება და გუშინ ჩვენ ვნახეთ ჯო უილსონის განცხადება, რომ საქართველოში „ქართული ოცნება“ და კერძოდ, ივანიშვილი სანქციებს მიიღებს, რომელიც როგორც ფინანსურ, ისე სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. ასევე სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც ძალადობაში არიან ჩართულები და უშუალოდ წარმოადგენენ იმ სისტემას, რომელიც დევნის საკუთარ მოსახლეობას. სასამართლოს, რომელსაც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ უსამართლო განაჩენი გამოაქვს, რომლებიც ქვეყნის რუსეთზე მიყიდვას მშვიდობიანად აპროტესტებენ.

პირველი წერილი, რომელიც მივაწოდეთ ევროპელ პარტნიორებს იყო, არჩევნებთან დაკავშირებით, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები და დეტალურად იყო ახსნილი, თუ როგორ მოიპარა [ხელისუფლებამ] არჩევნები. ევროკავშირის საბჭოს სხდომა იქნება ახლო მომავალში და გვინდა, იმ უსამართლო გადაწყვეტილებების შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებს „ქართული ოცნება“, რომ მათ დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ და ევროკავშირის მხრიდან სანქციების პროცესიც დაჩქარდეს. ჩვენ უკვე ვნახეთ ბალტიის ქვეყნების სანქციები, რეჟიმის მიმართ, სადაც რეჟიმის მოძალადეებს ინდივიდუალური სანქციები დაუწესდათ და ეს ფორმატი უნდა გაგრძელდეს. ქართველი ხალხი ყოველთვის ევროპული მომავლის სადარაჯოზე იდგა და აგრძელებს ბრძოლას, ახლა ჯერი ევროკავშირსა და აშშ-ზეა, რომ დაიცვას ჩვენი მომავალი და მოქალაქეები, დაცვაში სანქციები და სისტემის მორყევა იგულისხმება. სისტემა, რომელზეც დგას და 12 წლის განმავლობაში აშენებდა რუსი, ბიძინა ივანიშვილი“,- განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში