ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში 250-ზე მეტ სამხედრო ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში 250-ზე მეტ სამხედრო ობიექტს დაარტყეს, რაც ერთ-ერთი მასშტაბური ოპერაცია იყო ოპერაცია საჰაერო ძალების ისტორიაში, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის არმიის რადიო, Galei Tzahal-ი იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნეებს შორის იყო სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის სამხედრო ბაზები. დარტყმები ასევე განხორციელდა ათობით მებრძოლზე, ათობით მოიერიშე თვითმფრინავზე, საჰაერო-სარაკეტო სისტემებზე და რაკეტების წარმოების ადგილებსა და საწყობებზე.

თავის მხრივ, ლონდონში დაფუძნებულმა სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ განაცხადა, რომ ასადის დამხობის შემდეგ ისრაელმა სირიაში 250-მდე საჰაერო დარტყმა განახორციელა. უფლებადამცველების თქმით, ისრაელის არმიამ გაანადგურა ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები სირიაში. საუბარია, მათ შორის, აეროპორტებზე, იარაღისა და საბრძოლო მასალის საცავებზე, ასევე სამხედრო კვლევით ცენტრებზე.

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა სირიის სხვადასხვა პროვინციაში, მათ შორის დეირ ეზ-ზორის, ჰამისა და ჰომსის პროვინციებში, დამასკოში, ასევე ლატაკიაში, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული.

ამასთან, სააგენტო „ფრანს-პრესი“იუწყება, რომ დღეს გამთენიისას დედაქალაქ დამასკოში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს