თეონა აქუბარდია - ივანიშვილი ჩრდილში არ გადასულა, ის შავი ნიღბით მოევლინა დღეს საქართველოს მოქალაქეებს - ყველა შავრაზმელის თუ სპეცრაზმელის სახის უკან არის ბიძინა ივანიშვილი შავი ნიღბით

ივანიშვილი ჩრდილში არ გადასულა, ის შავი ნიღბით მოევლინა დღეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილია ის შავნიღბიანი, რომელმაც ქვეყანაში კონსტიტუციური გადატრიალება მოახდინა.

„დღეს ბიძინა ივანიშვილი არის იმ შავი ნიღბის უკან, რითაც მისი პოლიცია უსწორდება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ქვეყნის კონსტიტუციას იცავენ სიცოცხლის რისკის ფასად, ისევე როგორც უსწორდებიან სიმართლის მთქმელ ჟურნალისტებს. ამიტომ, ივანიშვილი ჩრდილში არ გადასულა, ივანიშვილი შავი ნიღბით მოევლინა დღეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ყველა შავრაზმელის თუ სპეცრაზმელის სახის უკან არის ბიძინა ივანიშვილი შავი ნიღბით,“ - განაცხადა აქუბარდიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი