საბა ბუაძე - თბილისის მერიის წარმომადგენლები პეტიციის 250-ზე მეტ ხელმომწერს ევაჭრებიან, ემუქრებიან და სთხოვენ, საახალწლო პრემიის სანაცვლოდ უკან გაიწვიონ ხელმოწერები

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის ინფორმაციით, თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ემუქრებიან იმ თანამშრომლებს, რომლებმაც გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე გაჩერების გადაწყვეტილების წინააღმდეგ პეტიციას მხარი დაუჭირეს.

მისივე თქმით, მერიის წარმომადგენლები პეტიციის ხელმომწერებს საახალწლო პრემიის სანაცვლოდ სთხოვენ, რომ ხელმოწერები უკან გაიწვიონ.

„თორმეტდღიანი სამოქალაქო წინააღმდეგობის პარალელურად, ჩვენ გვინდა, რომ გამოვეხმაუროთ საჯარო სამსახურში და კერძოდ, თბილისის მერიაში დაანონსებულ რეპრესიებს. თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქია და ამას ადასტურებს, ის პროტესტი და უწყვეტი წინააღმდეგობა, რომელიც თბილისის ქუჩებში მთავარი ევროპული ღირებულების, თავისუფლების დასაცავად მიმდინარეობს. თბილისის მერიის თანამშრომლები არიან ის ადამიანები, რომლებიც მყისიერად გამოეხმაურნენ იმ სპეცოპერაციას, რომელიც ჩვენი კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმდინარეობს. თბილისის მერიის თანამშრომლებმა ღიად, ცალსახად და ხაზგასმით გამოხატეს საკუთარი ერთგულება კონსტიტუციის და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ, ამის საპასუხოდ თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებულმა და სამარცხვინო მერმა ამ ადამიანების წინააღმდეგ რეპრესიები დააანონსა. ჩვენ ვნახეთ, როგორ შეიმუშავეს ცვლილებები საჯარო სამსახურის კანონმდებლობაში, რომელიც გაამარტივებს რეორგანიზაციის და ამ ადამიანების დევნის პროცესს. ასევე, ვნახეთ, როგორ ხდება ამ ადამიანების გაჩუმება.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თბილისის მერიაში, თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები პეტიციის 250-ზე მეტ ხელმომწერს ევაჭრებიან, ემუქრებიან და მათ სთხოვენ, რომ საახალწლო პრემიის სანაცვლოდ უკან გაიწვიონ ის ხელმოწერა, რომელიც მათ საქართველოს ევროპულ მომავალს დაუდასტურეს. ეს არის სამარცხვინო და დანაშაულებრივი ქმედება. ასევე, ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ პრემიების სრულად გაუქმება იგეგმება იმისათვის, რომ თბილისის მერიის და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს, რათა ადამიანები ერთმანეთს გადაკიდონ.

პირველ რიგში, მე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს. ქედს ვიხრი მათი გამბედაობის და საჯარო სამსახურის მიმართ მათი ერთგულების წინაშე. ეს ადამიანები წარმოადგენენ საჯარო სამსახურის ფუნდამენტს და მინდა მათ მივმართო, რომ ისინი არ არიან მარტო. თქვენს უკან არის ასიათასობით ადამიანი, რომელიც თბილისის ქუჩებში გამოდის და აპროტესტებს იმ ყველაფერს, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ხდება.

მინდა მივმართო თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა კახა კალაძის მიერ დაანონსებულ რეპრესიებში, ასევე დანაშაულებრივ რეორგანიზაციაში და სისხლის სამართლის დანაშაულის თანამონაწილეები არ გახდნენ. ამ ქალაქის ისტორიაში კახა კალაძემ საკუთარი თავი უკვე ჩაწერა სამარცხვინო ასოებით, როგორც ყველაზე კორუმპირებული მერი და როგორც ამ რუსული კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მედროშე. ნუ, შეუერთდებით მას!“, - განაცხადა ბუაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა