ევროპარლამენტარი პაველ ჰერჩინსკის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე - ერთ დღეს მოპარულ არჩევნებს გმობთ, მეორე დღეს კი რეჟიმს ხელს ართმევთ - კიდევ რამდენჯერ მიანიჭებს ევროკავშირი მათ პროპაგანდას დამაჯერებლობას?

ერთ დღეს საქართველოში მოპარულ არჩევნებს გმობთ, მეორე დღეს კი რეჟიმს ხელს ართმევთ, - ასე ეხმაურება ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრას.

„ელჩი ჰერჩინსკის ხელის ჩამორთმევა მხოლოდ ჟესტი არ არის, ეს კრემლის „ქართული ოცნების“ მაშველი რგოლია. კიდევ რამდენჯერ მიანიჭებს ევროკავშირი მათ პროპაგანდას დამაჯერებლობას? ეს მიუღებელია“, - წერს კოლსი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს გუშინ შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი „შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს“.

ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლებისთვის „ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის მნიშვნელობას და ევროკავშირის მხარესთან ამ მიმართულებით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების საჭიროებას”.

„კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთგულია და მზადაა იმუშაოს იმისათვის, რომ ქვეყანა მოემზადოს ევროკავშირის წევრობისთვის.

ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ურთიერთობებში წარმოშობილი სირთულეების გადაჭრის და მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასებების აუცილებლობას.

თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა დააფიქსირა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ქართული მხარის მიერ გამოითქვა წუხილი, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური სპეკულაციები გრძელდება და ევროპარლამენტის რეზოლუციით გაჟღერებული გზავნილები ხელს უწყობს ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნას 2020 წლის მსგავსად.

ხაზი გაესვა მხარეებს შორის მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგის საჭიროებას”, - ნათქვამია ინორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ