ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, მიხეილ ყაველაშვილს, ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილსა და მარიამ ქვრივიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდათ

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში მყოფ 8 დეპუტატს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ.

შესაბამის დადგენილების პროექტებს კენჭი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს და მხარი დაუჭირეს.

პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ “ქართული ოცნების” დეპუტატებს: ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, მიხეილ ყაველაშვილს, ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილსა და მარიამ ქვრივიშვილს.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეა. პარტიის თავმჯდომარეა ირაკლი ღარიბაშვილი. ხოლო მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის პოსტზეა წარდგენილი. ირაკლი კობახიძე კვლავ პრემიერ-მინისტრია, მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა, ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრი გახდა, დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, ხოლო მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს