მამუკა მდინარაძე - უკრაინაში „მაიდნის“ დროსაც კუბო ფიგურირებდა - გუშინ, სატანისტური რიტუალი ჩაატარეს, მაცხოვრის გამოსახულებით იყიდეს კუბო სპეციალურად, ადგნენ და ეს დაწვეს

გუშინ, სპეციალურად წავიდნენ და სატანისტური რიტუალი ჩაატარეს ისე, რომ მაცხოვრის გამოსახულებით იყიდეს სპეციალურად, ადგნენ და ეს დაწვეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ხაზი გაუსვან ანტიეკლესიურ, ანტიქრისტიანულ დამოკიდებულებას, - ასე აფასებს უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე დემონსტრანტების მიერ რუსთაველის გამზირზე სასახლის დაწვის რიტუალს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ფიტული იყო მოთავსებული.

მამუკა მდინარაძე აქციის მონაწილეების გუშინდელ ქმედებას „სატანისტურ დამოკიდებულებად“ აფასებს.

„განსაკუთრებით უმორალოა, ის სცენა, რაც აკერმანისეულ, თუ რევოლუციის სხვა სახელმძღვანელოებში ყველგან წერია, რაც გააკეთეს 2003 წელს, კადრებით ყველას გვახსოვს - კუბო რომ ჩამოატარეს 2003 წელს, უკრაინაში „მაიდნის“ დროს, იქაც კუბო ფიგურირებდა და გუშინ, სპეციალურად წავიდნენ და სატანისტური რიტუალი ჩაატარეს ისე, რომ მაცხოვრის გამოსახულებით იყიდეს სპეციალურად, ადგნენ და ეს დაწვეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ხაზი გაუსვან ანტიეკლესიურ, ანტიქრისტიანულ დამოკიდებულებას. რატომ ხდება ხაზგასმა? ჩვენ არ ვეხებით არავის, არავის არ ვარჩევთ ერთმანეთისგან, წინა პლანზე ხშირად რატომ გამოჰყავთ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები? არაფერს ვერჩით იმ ხალხს, როცა კანონის ჩარჩოებში იქცევა ადამიანი გინდა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი იყოს და რა წარმოდგენის, რა მიმართულების და რა ცხოვრების არ უნდა იყოს, არაფერში არ გვაინტერესებს, ჩვენ მხოლოდ პროპაგანდას ვებრძვით და არა რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელს, მაგრამ რატომ ხდება მათზე ხაზგასმა? რატომ არის ბრძოლის წინა ხაზზე ძირითადად, ასეთი ადამიანები? რატომ წვავენ კუბოს მაინც და მაინც მაცხოვრის გამოსახულებით, ასე დემონსტრაციულად? რატომ იღებენ რევოლუციური, ასეთი სატანისტური დამოკიდებულებით და მიდგომით გადაწყვეტილებებს? რევოლუციური წიგნებიდან ამ კონკრეტულ მაგალითებს, რატომ ახდნენ რეალიზებას? იმიტომ, რომ ხაზგასმა მოხდეს კონკრეტულად ამ მიმართულებებზე. ეს შემთხვევითი არ არის და ამას ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, 9 დეკემბრის აქციაზე, აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან მიიტანეს სასახლე, რომელშიც „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტული იყო მოთავსებული.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი