მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე - არ მივდივარო იძახის ეს ადამიანი, არ გავალ სასახლიდანო - არასერიოზულია, ფეხებს ხომ არ „გააფიჩინებს“?

არ მივდივარო იძახის ეს ადამიანი, არ გავალ სასახლიდანო. რა მოლოდინი უნდა იყოს, არასერიოზულია, ფეხებს ხომ არ „გააფიჩინებს“? -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, „საინტერესო სანახავი იქნება სალომე ზურაბიშვილი სკამს რომ ჩაებღაუჭება“.

„ახალი წესია არჩევის, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტს დელეგატები აირჩევენ. შემადგენლობა, რომელიც პრეზიდენტს აირჩევს, შედგება საქართველოს პარლამენტის წევრებისგან, აჭარისა და აფხაზეთის მთავრობების წარმომადგენლებისგან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისგან. მათი მხარდაჭერით აირჩევა საქართველოს პრეზიდენტი. ამის შემდეგ ის დაელოდება ინაუგურაციას და შემდეგ უფლებამოსილი იქნება, შეუდგეს პრეზიდენტის საქმიანობას. მერე საინტერესო სანახავი იქნება სალომე ზურაბიშვილი სკამს რომ ჩაებღაუჭება. არ მივდივარო იძახის ეს ადამიანი, არ გავალ სასახლიდანო. რა მოლოდინი უნდა იყოს, არასერიოზულია, ფეხებს ხომ არ “გააფიჩინებს?“ - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მისი შეფასებით,სალომე ზურაბიშვილი არათუ კომპეტენციის ჩარჩოებიდან გავიდა, არამედ მომსახურების ყველანაირი არეალიდან და სფეროდან.

„რაღაც პრეზიდენტის საქმე არის, რაღაც არ არის. სალომე ზურაბიშვილმა თავდაყირა დააყენა ეს ყველაფერი. თავის პრეზიდენტობის პირველ პერიოდში ეს ადამიანი ცდილობდა, რომ თავისი კომპეტენციის ჩარჩოებში ყოფილიყო. შემდეგ საერთოდ გავიდა არათუ კომპეტენციის ჩარჩოებიდან, მომსახურების ყველანაირი არეალიდან და სფეროდან. შესაბამისად, ერთადერთი მთავარი გამოწვევა, რაც მიშა ყაველაშვილს ექნება, არის კომპეტენციის შესაბამისი უფლებამოსილების სწორედ ეროვნული ინტერესებიდან და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამომდინარე მოქმედება. ეს იქნება მისი მთავარი გამოწვევა. ვინაიდან მიშა ყაველაშვილი არის ეროვნული, პატრიოტი ადამიანი და უკვე პოლიტიკის ძალიან კარგი მცოდნე, ძალიან კარგი მცოდნე იმ საკითხების, რაც ეროვნულ გამოწვევებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს ამ ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში ეს მისმა საქციელმა, ყველაფერმა გამოცადა და მგონია, რომ შესაბამისი კომპეტენციიდან გამომდინარე, მისი მოქმედება ეროვნულ ინტერესებს მაქსიმალურად მორგებული იქნება. ეს მხოლოდ მე რომ მგონია, ამიტომ კი არ არის, ყველა ასე თვლის ჩვენს გუნდში და მას მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება. გარდა იმისა, რომ ჩვენი მეგობარია, მარტო მეგობრობით ჩვენ არ გადავწყვეტთ ამ საკითხს. ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ნდობას ვუცხადებთ მას და არა როგორც ჩვენს მეგობარს, რომელიც ერთ-ერთი სანდო ადამიანი შეიძლება იყოს, თუკი ვინმე გვინახავს. ის შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო ადამიანი ქვეყნის ინტერესების გატარებაში და ამიტომ ექნება გუნდის მხარდაჭერა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე