XI მოწვევის პარლამენტი 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს იხილავს - მას პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს

XI მოწვევის პარლამენტი 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს იხილავს. მას პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარადგენს.

2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 32,4 მლრდ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები სრულად ფინანსდება. ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 1,2 მლრდ ლარით არის გაზრდილი.

ნაერთი ბიუჯეტის პრივატიზაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 500,0 მლნ ლარს შეადგენს. 2025 წლის განახლებული პროგნოზით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 25 305,0 მლნ ლარია, რაც 2024 წლის თავდაპირველ გეგმას 3 252,0 მლნ ლარით აღემატება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 8 820,0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 990.9 მლნ ლარით.

განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 3 085,0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ასიგნებას 577,0 მლნ ლარით აღემატება.

კულტურის სამინისტროს დაფინანსება 297,6 მლნ ლარით განისაზღვრა, ხოლო სპორტის სამინისტროს დაფინანსება 298,4 მლნ ლარი იქნება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 3 125,0 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 2 405,8 მლნ ლარი, გრანტებში 18,5 მლნ ლარი, ხოლო კრედიტების ნაწილში - 700,8 მლნ ლარი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 808.1 მლნ ლარს შეადგენს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 947,0 მლნ ლარი, რაც 146,0 მლნ ლარით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს.

ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება 121,0 მლნ ლარს შეადგენს. იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 442,0 მლნ ლარი, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის - 215,0 მლნ ლარი; თავდაცვის სამინისტროსთვის - 1 730,0 მლნ ლარი, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას 350,0 მლნ ლარით აღემატება.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 395,0 მლნ ლარი, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას 135,0 მლნ ლარით აღემატება, აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია პოლიციელთა ხელფასების 10%-იანი ზრდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები