ფოთის მერია - ფოთში, მდინარე რიონზე, ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთში, მდინარე რიონზე, ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.

ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ეწყობა ფოლად-რკინა-ბეტონის 8 მალიანი საავტომობილო ხიდი, რომლის სიგრძე 433 მეტრს, ხოლო მისასვლელი გზების სიგრძე, ჯამში, 2 კმ-ს შეადგენს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, საგზაო ნაწილში ხორციელდება გრუნტის გამაგრების სამუშაოები, რაც გულისხმობს ვერიტიკალური სადრენაჟე ფითილების, ქვის ხიმინჯებისა და საგზაო სამოსის მოწყობას.

მიმდინარე სამუშაოები ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატმა გიორგი ხახუბიამ და ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ დაათვალიერეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ახალი ხიდი უზრუნველყოფს ამჟამად არსებული შემოსასვლელი ხიდის, ჰიდროკვანძის განტვირთვას, რომლის მთავარი ფუნქცია წყლის ნაკადების რეგულირება“, - განაცხადა ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 60.8 მილიონ ლარს შეადგენს.

„ხიდი შედგება ექვსი ბურჯისგან, ოთხი ბურჯის რკინა-ბეტონის სამუშაო დასრულებულია, მიმდინარეობს ბოლო ორი ბურჯისათვის ხიმინჯების საბურღი მოედნის მოსაწყობად აუცილებელი სამშენებლო სამუშაოები.

სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება და მას კომპანია „Construction Service“ აწარმოებს.

ფოთის ხიდი E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. შესაბამისად იგი გახდება ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღასა და ცენტრალურ აზიას შორის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები