ლაშა ხუციშვილი - 2025 წელს ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება გაგრძელდება

საქართველოს პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებულ დაფინანსებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მოცულობა 3 მილიარდ 125,0 მლნ ლარია.

ლაშა ხუციშვილის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, ჯამში 1 მილიარდ 590 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე გათვალისწინებულია 900 მილიონ ლარზე მეტი.

როგორც მან აღნიშნა, დღეისათვის დასრულებულია 367 კილომეტრი მაგისტრალური გზა. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე დასრულებულია 302 კილომეტრი, რაც მთლიანი მაგისტრალის 70%-ზე მეტია. მათ შორის, რიკოთის მონაკვეთზე დასრულებულია 48 კილომეტრის მშენებლობა და დარჩენილი ნაწილი დასრულდება 2025 წელს.

მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები კახეთის მაგისტრალის მიმართულებით, რომლის ფარგლებში, უკვე გაიხსნა ბაკურციხე-წნორის 18-კილომეტრიანი მაგისტრალური და თბილისი-საგარეჯოს 35-კილომეტრიანი გზა. მომავალ წელს დამატებით 17-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნება.

მომდევნო წლებში დაგეგმილია ბათუმი-სარფის, ქობულეთის დამატებითი ორი ზოლის, ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის, ლილოს შემოვლითი გზის, დასავლეთიდან თბილისში ახალი შემოსასვლელის და გასასვლელის, წიწამური-ჟინვალის, ბადიაური-ჩალაუბნის, გურჯაანი - თელავის ასაქცევი და ლაგოდეხის შემოვლითი გზების მშენებლობა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე მიიმართება 228 მილიონ ლარამდე, რომლის ფარგლებში, გათვალისწინებულია თბილისი-რუსთავის მონაკვეთის დარჩენილი ნაწილის მშენებლობის დაწყება.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაზე 500 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. წყალმომარაგების კომპანია საკუთარი რესურსიდან დამატებით მიმართავს 250 მილიონ ლარზე მეტს, შესაბამისად, ჯამში ამ მიმართულებით 750 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

„2025 წელს ქვეყნის 100-ზე მეტ დასახლებაში იქნება სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 3 მილიარდ ლარამდეა. აღნიშნული პროექტების დასრულების შემდგომ, დამატებით 300 ათასზე მეტ ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება და ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, 2025 წელს მყარი ნარჩენების მართვის პროგრამაზე 75 მილიონი ლარი მიიმართება, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაციაზე - 366 მილიონი ლარი, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებზე 150 მილიონი ლარი.

მისივე თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურის მხარდამჭერი ღონისძიებებისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული თანხის ფარგლებში, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დაიწყება მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა, ხოლო თბილისში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს