ლაშა ხუციშვილი - 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 27 მილიარდ 561 მილიონი ლარი, ასიგნებები - 27 მილიარდ 941 მილიონ ლარზე მეტია

2025 წლის ბიუჯეტის პროექტით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 27 მილიარდ 561 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელთან შედარებით 2 მილიარდ 991 მილიონი ლარითაა გაზრდილია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი 23 მილიარდ 435 მილიონ ლარამდეა, რაც 2024 წლის გეგმასთან შედარებით, 2 მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტითაა გაზრდილი.

„არაფინანსური აქტივების კლების, ანუ პრივატიზაციის სახით მისაღები თანხების გეგმა შეადგენს 300 მილიონ ლარს;

ფინანსური აქტივების კლების, ანუ სესხების დაბრუნების მაჩვენებელი განისაზღვრა 400 მილიონი ლარის ოდენობით;

ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრები განისაზღვრა 3 მილიარდ 426 მილიონი ლარის ოდენობით;

ბიუჯეტი ითვალისწინებს ვალის დაფარვას 1 მილიარდ 410 მილიონი ლარის ოდენობით, შესაბამისად, ვალდებულებების წმინდა ზრდა 2 მილიარდ 10 მილიონ ლარამდეა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ასიგნებების მოცულობა 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, იზრდება 2 მილიარდ 911 მილიონი ლარით და შეადგენს 27 მილიარდ 941 მილიონ ლარზე მეტს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები