ბენიამინ ნეთანიაჰუ - ამ მომენტს რვა წელი ველოდი, რათა სიმართლე მეთქვა

ამ მომენტს რვა წელი ველოდი, რათა სიმართლე მეთქვა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კორუფციისა და თაღლითობის საქმეზე მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„მაგრამ მე, ასევე, პრემიერ-მინისტრი ვარ. ქვეყანას შვიდ ფრონტზე მიმდინარე ომში ვმართავ და ვფიქრობ, რომ ამ ორი ამოცანის პარალელურად გადაჭრა შესაძლებელია“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ კორუფციის საქმეზე სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება პირველად მისცა.

ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრს ქრთამის აღებისა და თაღლითობისთვის ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ისრაელში სასამართლო პროცესი 2020 წელს დაიწყო. ბენიამინ ნეთანიაჰუ ბრალდებებს უარყოფს და თავს უდანაშაულოდ ცნობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს