ეკა გიგაური - 28 ნოემბრის შემდეგ, 461 პირია დაკავებული, 300-ზე მეტი დაკავების და შემდგომ პერიოდში დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, 80-ზე მეტ პირს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა - პასუხისგებაში მიცემულია 0 პოლიციელი

28 ნოემბრის შემდეგ არის 461 დაკავებული, 300-ზე მეტი პირი დაკავების და დაკავების შემდგომ პერიოდში დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ და არასათანადო მოპყრობას - 80-ზე მეტ პირს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლეებს დაკავებულების საქმეზე გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებების საფუძველზე გამოაქვთ და დაცვის მხარის მტკიცებულებები ფაქტობრივად, არ არის ხოლმე გათვალისწინებული.

როგორც გიგაური აღნიშნავს, მოსამართლეები დაკავებულ პირებს არ აძლევენ საშუალებას ისაუბრონ იმაზე, თუ რა მდგომარეობაში ჰყავდათ ისინი იზოლატორებში, ან დაკავების დროს და არ ასაუბრებენ მათ წამების ფაქტებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მოსამართლეები აცხადებენ, რომ მათ ეს არ ეხებათ.

„28 ნოემბრის შემდეგ არის 460 პირზე მეტი დაკავებული, აქედან 430 დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით და 31 სისხლის სამართლის ბრალდებით საფუძველზე. 300-ზე მეტი პირი დაკავების და დაკავების შემდგომ პერიოდში დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ და არასათანადო მოპყრობას. 80-ზე მეტ პირს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა. დაახლოებით, პირთა ასაკი მერყეობს 15 წლიდან 60 წლამდე. დაკავებულებს შორის არის ასევე უცხო ქვეყნის 10 მოქალაქე.

მოსამართლეები მეტწილად მკაცრ სანქციებს იყენებენ. ჯარიმები მერყეობს 2 000 ლარიდან 3 000 ლარამდე და ასევე ისინი იყენებენ პატიმრობასაც 4-დან 14 დღემდე. იზოლატორების გადატვირთულობის გამო, ხშირ შემთხვევაში ეს დაკავებული პირები გადაჰყავთ იზოლატორებში უკვე თბილისის გარეთ. ადვოკატებს უხდებათ საათობით ლოდინი, სანამ თავიანთი კლიენტების ადგილსამყოფელს გაიგებენ და ესეც არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი ფაქტი. ძალიან ბევრი საათის განმავლობაში ვცდილობთ გავიგოთ, სად არიან ეს ადამიანები.

მოსამართლეებს გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებების საფუძველზე გამოაქვთ. დაცვის მხარის მტკიცებულებები ფაქტობრივად, არ არის ხოლმე გათვალისწინებული. ყველა შემთხვევაში მოსამართლეები უარს ამბობენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხედავენ, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს ძალადობის, ან სულაც წამების, ან არაადამიანური მოპყრობის კვალი ეტყობა.

მოსამართლეები არ აძლევენ საშუალებას დაკავებულ პირებს ისაუბრონ იმაზე, თუ რა მდგომარეობაში ჰყავდათ ისინი იზოლატორებში ან დაკავების დროს და არ ასაუბრებენ მათ წამების ფაქტებთან დაკავშირებით. მოსამართლეები აცხადებენ, რომ მათ ეს არ ეხებათ. ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს ამ საქმეების დოკუმენტირება და შესაბამისი მსვლელობა.

პასუხისგებაში მიცემული არის ამ ეტაპზე 0 პოლიციელი. ამ ეტაპისთვის არის 92 ჟურნალისტი, რომელთა უფლებები შეილახა. იცით, რომ ზოგიერთ მათგანს ფიზიკურადაც გაუსწორდა პოლიციის წარმომადგენელი.

ამ ეტაპისთვის, რა ტენდენციასაც ვხედავთ არის ის, რომ პოლიციასთან აფილირებული ნიღბიანი პირები უსწორდებიან დემონსტრანტებს, დემონსტრაციების ახლო ტერიტორიებზე და მიმდებარე ქუჩებზე და ასევე, ამ საკითხების შესაბამისი გამოძიება არ ხდება. ასევე გასულ ღამეს ჩვენ ვნახეთ, რომ მიმდინარეობს უკანონო ჩხრეკა კონკრეტული პირების და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეს არის კანონის საწინააღმდეგო ქმედება. ამ ფაქტებთან დაკავშირებითაც შესაბამისი რეაგირება შესაბამისი ორგანოების მხრიდან არ ყოფილა,“ - განაცხადა გიგაურმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის