ნინო ევგენიძე - ყველა მოსამართლე და სამართალდამცველი, რომლებსაც ადამიანების ტანჯვასა და წამებაში წვლილი შეაქვთ, აუცილებლად დაისჯებიან სხვადასხვა ფორმით - ეს პროცესი დაწყებულია

გუშინ მომხდარიც კი დღეს, უკვე გაგზავნილია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან - ყველა მოსამართლე, რომელსაც ამ ტანჯვაში და ამ ადამიანების არაადამიანურ მოპყრობაში წვლილი შეაქვს, ყველა ის სამართალდამცველი, რომელსაც ამგვარ ქმედებებში, ადამიანების ტანჯვასა და წამებაში წვლილი შეაქვს, აუცილებლად დაისჯებიან სხვადასხვა ფორმით. ეს პროცესი დაწყებულია, - ამის შესახებ EPRC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ სხვა არასამთავრობოს სექტორთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნინო ევგენიძემ აღნიშნა, ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ.

„ინფორმაციები განახლებად რეჟიმში, გუშინ მომხდარიც კი დღეს, უკვე გაგზავნილია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და დიპლომატიურ, სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, ეს იქნება ევროპის საგარეო საქმეთა სამინისტროები, თუ აშშ-ს კონგრესი, სენატი, სახელმწიფო დეპარტამენტი და თეთრი სახლი. ამიტომ, ის ადამიანები, ყველა მოსამართლე, რომელიც ამ ტანჯვაში და ამ ადამიანების არაადამიანურ მოპყრობაში წვლილი შეაქვს, ყველა ის სამართალდამცველი, რომელსაც ამგვარ ქმედებებში, ადამიანების ტანჯვასა და წამებაში წვლილი შეაქვს, აუცილებლად დაისჯებიან სხვადასხვა ფორმით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ბოლო 13 დღის განმავლობაში უკვე ბალტიის ქვეყნებმა სავიზო სანქციები დააწესეს ბიძინა ივანიშვილის და იმ სამართალდამცავი ორგანოების მისამართით, რომლებიც ჩართული არიან ამგვარ წამებაში. ამასთან, უკრაინის ხელისუფლებამ არამარტო სავიზო, არამედ ფინანსური სანქციები დააწესა იმ პირების მიმართ, ვინც ძირს უთხრიან საქართველოს თავისუფლებას და დემოკრატიულ განვითარებას, მოხვდნენ ის ადამიანები-იქნებიან პროპაგანდისტები, თუ ბიზნესმენები, რომლებიც ასევე ჩართულები არიან ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის განმტკიცებაში.

უახლოეს მომავალში, საქართველოში იგეგმება ევროპარლამენტარების ვიზიტი, ზეგ, ისინი საქართველოში იქნებიან. ამასთანავე, ბალტიის ქვეყნის პრეზიდენტებმა განცხადება გამოაქვეყნეს, რომ დეკემბერში საქართველოში ვიზიტს გეგმავენ და ასევე, იგეგმება სხვა ოფიციალური მაღალი დონის ვიზიტები საქართველოს მხარდასაჭერად. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენი ბრძოლა და ამ ადამიანებისთვის ინფორმაციების მიწოდება კიდევ უფრო გაგრძელდება“, - განაცხადა ნინო ევგენიძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს