სალომე ზურაბიშვილი - როგორც ჩანს, წესი ხდება, რომ ამ ქვეყანაში დიპლომები არავის არაფერში სჭირდება - ეს პირდაპირ არის გზა იმისთვის, რომ აიყვანონ ახალი „ტიტუშკები”

როგორც ჩანს, წესი ხდება ამ ქვეყანაში, რომ დიპლომები არავის არაფერში სჭირდება. ეს პირდაპირ არის გზა იმისთვის, რომ აიყვანონ ახალი „ტიტუშკები“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, რომლის თანახმად, შს მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს.

აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა.

„კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ყველაფრის ასევე ძლიერი დარღვევაა, ეს არის შსს-ში, გადაწყვეტილება მიღებული, რომ გამარტივდეს ახალი პერსონალის აყვანა ისე, რომ არც დიპლომები მოეთხოვოს. ეს უკვე, როგორც ჩანს, წესი ხდება ამ ქვეყანაში, რომ დიპლომების არავის არაფერში არ სჭირდება. ეს პირდაპირ არის გზა იმისთვის, რომ აიყვანონ ახალი „ტიტუშკები“, სადაც მათ მოძებნიან. ეს არის ნიშანი იმის, რომ რესურსები აღარ ჰყოფნით, რაც ძალიან საინტერესოა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, “პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტით, შს მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს, მიღების წესი და პირობები კი საკუთარი ბრძანებით განსაზღვროს. პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის თანახმად, კანონი 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი