პრეზიდენტი - არ შეიძლება ისაუბრო, დიდი განცხადებები აკეთო და მთავარი გადაწყვეტილებები არ იყოს მიღებული - ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და პარტნიორი ქვეყნის მეთაურები ვერ იტყვიან, „არ ვიცოდი“, ყველამ ყველაფერი იცის

ალბათ, ნახეთ ამერიკის პრეზიდენტთან მოკლე, მაგრამ შინაარსიანი შეხვედრა, სადაც ზუსტად იგივე შინაარსით მივმართე ყველას, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და ყველამ უნდა მოახდინოს რეაგირება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან ყველა ქვეყნის ლიდერს მიაწოდა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ამიტომ ამის მერე ვერ იტყვიან „არ ვიცოდი“.

„იცით, რომ მივმართე ვეღარ დავითვლი, რამდენ ჩემ კოლეგას, ევროკავშირის კოლეგას და ალბათ, ნახეთ ამერიკის პრეზიდენტთან მოკლე, მაგრამ შინაარსიანი შეხვედრა, სადაც ზუსტად იგივე შინაარსით მივმართე ყველას, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და ყველამ უნდა მოახდინოს რეაგირება.

დღეს, რადგან 10 დეკემბერია და ეს ტრადიციულად ხდებოდა, სადილი მქონდა 27 ელჩთან (27-ვე არ არის საქართველოში, მგონი 23 ელჩი იყო), ყველას ძალიან კარგი „მესიჯი“ გადავეცი თავიანთი ქალაქებისთვის, რომ დღეს ამ ყველაფრის მიმართ რეაგირებით წყდება არა მარტო საქართველოს მომავალი, არამედ დღეს წყდება ამ რეგიონის მომავალი, ვრცელი რეგიონის - ჩვენ ვნახეთ სხვა ქვეყნებში რა შეიძლება კიდე მოხდეს, და ევროკავშირის პოლიტიკის და მის მიმართ ნდობის მომავალი. არ შეიძლება ისაუბრო და დიდი განცხადებები აკეთო და მერე არ იყოს მიღებული მთავარი გადაწყვეტილებები, რომელიც ნამდვილად ახდენს ქვეყნის მომავალზე გავლენას და ჩვენი მოსახლეობის შემართებაზე.

ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ დღეებში 30-32 ინტერვიუ მივეცი ევროპულ და ამერიკულ მედია წარმომადგენლებს, სადაც ასახულია საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა. ამ ყველაფრისგან ერთადერთი დასკვნა შემიძლია გამოვიტანო, რომ ამის მერე ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და პარტნიორი ქვეყნის მეთაურები ვერ იტყვიან, რომ არ ვიცოდი. ყველამ, ყველაფერი იცის. ეს იყო ჩემი მოვალეობა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი