პრეზიდენტი - ყველა იმ ორგანიზაციას მივმართე, რომელიც უფლებებს იცავს, რათა ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა გავაცნო, თუმცა, ბევრმა უკვე ძალიან კარგად იცის და არაერთი ანგარიში მომზადებული აქვთ

ყველა იმ ორგანიზაციას მივმართე, რომელიც უფლებებს იცავს, რათა ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა გავაცნო, თუმცა, ბევრმა უკვე ძალიან კარგად იცის და არაერთი ანგარიში მომზადებული აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათ ვრცელი წერილი გაეგზავნა, რომელიც არის მოხსენება იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში და მოთხოვნა იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორმა სპეციალური მონიტორინგის მისია სასამართლო პროცესებზე დასაკვირვებლად მოავლინოს, „რათა ჩვენი მოქალაქეები მარტო არ დარჩნენ უკანონო და უსამართლო სისტემასთან“.

„ყველა იმ ორგანიზაციას მივმართე, რომელიც უფლებებს იცავს, რათა ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა გავაცნო, თუმცა ბევრმა უკვე ძალიან კარგად იცის და არა ერთი ანგარიში მომზადებული აქვთ, მაგრამ ფორმალურად საჭირო იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, ყველა ამ ორგანიზაციებს მიმართოს. ეს არის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი; გაეროს სპეციალური მომხსენებელი აზრისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებში; გაეროს სპეციალური მომხსენებელი შეკრების თავისუფლების საკითხებში; გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამებისა და სხვა სასტიკი არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის საკითხებში; დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირის) დირექტორი; ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში; ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი; ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ევროპული კომიტეტი…

ამ ადამიანებს დღეს უკვე ვრცელი წერილი გაეგზავნა, რომელიც არის მოხსენება იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში და მოთხოვნა იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორმა სპეციალური მონიტორინგის მისია სასამართლო პროცესებზე დასაკვირვებლად მოავლინოს, რათა ჩვენი მოქალაქეები მარტო არ დარჩნენ უკანონო და უსამართლო სისტემასთან. ეს არის ის ჯგუფი, რომელსაც ეს მანდატი აქვს, რომ გააგზავნოს ქვეყნებში სწორედ ამ პროცესების დასასწრებად, თავიანთი სპეციალური მისია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ