გრიგოლ გეგელია - "ქართულ ოცნებას" არ ვეკითხებით, მოუწევს შეცვალოს საკუთარი რუსული გადაწყვეტილება - ბრძოლა წავა წინ და გამარჯვებით დასრულდება, ანუ ახალი არჩევნებით

კობახიძეს მოვუწოდებ, ნიღბების დევნას, ნიღბოსნებს სდიოს, რომლებიც ქალებს და ჟურნალისტებს ქუჩებში უსწორდებიან, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

გეგელიას თქმით, საპროტესტო აქციები დასრულდება გამარჯვებით, რომელიც გულისხმობს ახალ არჩევნებს.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს პროტესტის ჩახშობას.

"ქართულ ოცნებას" არ ვეკითხებით შეიცვლის თუ არა გადაწყვეტილებას. მას მოუწევს შეცვალოს საკუთარი რუსული გადაწყვეტილება. საზოგადოებამ არაერთხელ გამოხატა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დაშლას. არც სიცივე, არც დარბევა, არც პოლიტიკური რეპრესიების შიში, არცერთი წინაღობა არ და ვერ მუშაობას, რადგან ადამიანებს აერთიანებს იდეა, ეს არის სამშობლოს და სახელმწიფოს იდეა, შესაბამისად, ჩვენ დასაშვებადაც არ წარმოგვიდგენია, რომ თუნდაც ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ, ეს ბრძოლა წავა წინ და გამარჯვებით დასრულდება, ანუ ახალი არჩევნებით, რომელიც თავისუფალ პირობებში ჩატარდება.

ყველაფერი, რასაც დღეს "ქართული ოცნება" აკეთებს, გამიზნულია იმისათვის, რომ მოხდეს ამ ქვეყნის რუსიფიკაცია, მეორე მხრივ, თავისუფალი პროტესტის ჩახშობა. აქციის მე-13 დღეს მკაფიოდ ვხედავთ, რომ არავითარი დაშლა და ჩახშობა არ ემუქრება. ჩვენ ვართ იდეით და ვაპირებთ ამ იდეისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ. აბსურდული აკრძალვები ნიღბებთან და პიროტექნიკასთან დაკავშირებით, ვერ გადაწონის იმას, რომ მეორე მხარეს არის რუსულ-ირანული-ჩინური ტიპის რეჟიმი. მინდა პრემიერ "ტიტუშკას", კობახიძეს ვურჩიო, ნიღბების დევნას დევნოს ის ნიღბოსნები, რომლებიც ქალებს, ახალგაზრდებს და მედიის წარმომადგენლებს უმოწყალოდ უსწორდებიან ტურებივით. ისინი არიან პატარა არაკაცები, როგორც ამ რეჟიმის ყველა ძირითადი სახე. ირაკლი კობახიძე არის პრემიერ "ტიტუშკა" და მე მას მოუწოდებ, ნიღბების დევნას, ნიღბოსნებს სდიოს, რომლებიც ქალებს და ჟურნალისტებს უსწორდებიან ქუჩებში",- განაცხადა გეგელიამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში