გურამ  მაჭარაშვილი - თუ ადამიანი სახეს მალავს, ჩნდება კითხვა, რა მიზანი აქვს მას - ე.ი. მას მინიმუმ კანონდარღვევა აქვს განზრახული

თუ ადამიანი თავის სახეს მალავს, ჩნდება კითხვა, რა მიზანი აქვს მას - ე.ი. მას მინიმუმ კანონდარღვევა აქვს განზრახული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

მაჭარაშვილი საპროტესტო აქციების დროს ნიღბების ტარების აკრძალვის ინიციატივას მიესალმება.

„თუ პირი რამეს აპროტესტებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მისი მიზანი უნდა იყოს, რომ საზოგადოებამ ეს გაიგოს. და თუ მისი მიზანი არის, რომ საზოგადოებამ არ გაიგოს, თუ ვინ აპროტესტებს, ეს უკვე აღარ არის პროტესტის ფორმა და შესაბამისად, ჩნდება კითხვა, ამ პირს რა მიზანი აქვს თუ ის ფარავს თავის სახეს. ე.ი. მას მინიმუმ კანონდარღვევა აქვს განზრახული. შესაბამისად, კარგია, რომ ეს ცვლილება შედის, რომ აქციის მიმდინარეობის დროს არ შეიძლება ადამიანს ეკეთოს ნიღაბი, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში იდენტიფიცირება შეუძლებელი ხდება,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციების დროს ნიღბების ტარების აკრძალვას გეგმავს. გარდა ამისა, მმართველი გუნდი პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედებასაც გეგმავს.

კერძოდ, პიროტექნიკასთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები, აკრძალვები, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმები შემოდის, რომელთა ნაწილის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება, ნაწილი 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში. ერთ-ერთ აკრძალვას წარმოადგენს ის, რომ დემონსტრანტს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება და აკრძალული ნივთების ისეთ ჩამონათვალს, როგორიცაა: ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება და ცივი იარაღი, პიროტექნიკური ნაწარმიც დაემატება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის