კახა კალაძე - ბუნებაში არ არსებობს არცერთი მაგალითი, რომ ჩვენ ადამიანები პოლიტიკური ნიშნით ან რაღაც შეხედულებების გამო დაგვეყო

ბუნებაში არ არსებობს არცერთი მაგალითი, რომ ჩვენ ადამიანები პოლიტიკური ნიშნით ან რაღაც შეხედულებების გამო დაგვეყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ განმარტა, 2017 წლიდან თბილისის მერის პოზიციაზეა და არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ვინმე დაეჩაგრა ან ვინმეს მიმართ უსამართლო დამოკიდებულება ჰქონოდა.

„გუშინ ჩვენ მოვისმინეთ პოლიტიკური შეფასებები პრემიებთან დაკავშირებით, თითქოს, ჩვენ ვიყენებთ პრემიების გაცემა-არგაცემის საკითხს თანამშრომლების დასაშანტაჟებლად, რაც არის ტყუილი, სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს. 2017 წლიდან ვარ თბილისის მერი, თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ შემთხვევას, რომ ჩვენ ვიღაცა დაგვესაჯა პოლიტიკური შეხედულებების გამო, ან ვიღაცის მიმართ მქონოდა არასამართლიანი დამოკიდებულება თავისი შეხედულებების გამო სხვადასხვა საკითხთან მიმართებით. ბუნებაში არ არსებობს არცერთი მაგალითი, რომ ჩვენ ადამიანები დაგვეყო პოლიტიკური ნიშნით ან რაღაც შეხედულებების გამო. რაც შეეხება ზოგადად პრემიის საკითხს, პრემიას განსაზღვრავს კანონმდებლობა, ხდება კონკრეტული თანამშრომლის შეფასება მის საქმიანობასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ის და რა თქმა უნდა, მისივე სამსახურის ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას და აკეთებს იმას, რაც არის კანონით გათვალისწინებული. არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ჩვენ ვინმე დაგვეჩაგრა, ვინმეს მიმართ უსამართლო დამოკიდებულება გვქონდა“, - განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა