გურამ მაჭარაშვილი - არ მეგონა, რომ ჩვენ ჰერჩინსკის დაცვა მოგვიწევდა - ის დააბულინგეს თავისივე მომხრეებმა, მათ შორის მისმა „საყვარელმა“ ე.წ პრეზიდენტმა - მინისტრს რომ არ შეხვედროდა, აბა, საერთოდ რატომ არის ელჩი?

ჰერჩინსკი, რომელმაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას, დააბულინგეს თავისივე მომხრეებმა უცხოეთიდან, აქ არსებულმა იმ ხალხმა და ოპოზიციამ, ვისაც ჰერჩინსკი უჭერდა და უჭერს მხარს და მისმა „საყვარელმა“ ე.წ პრეზიდენტმაც კი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ასეთია იმ ადამიანის ბედი, რომელიც თავის სუბიექტურ გადაწყვეტილებას ვერ იღებს და დაემორჩილება უცხოურ ძალას, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ქართულ საზოგადოებას.

„ნამდვილად არ მეგონა, რომ ჩვენ ჰერჩინსკის დაცვა მოგვიწევდა. შესაბამისად, უკვე ვნახეთ, რომ ჰერჩინსკი, რომელმაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას, დააბულინგეს თავისივე მომხრეებმა უცხოეთიდან, აქ არსებულმა იმ ხალხმა და ოპოზიციამ, ვისაც ჰერჩინსკი უჭერდა და უჭერს მხარს და მისმა „საყვარელმა“ ე.წ პრეზიდენტმაც კი. შესაბამისად, ასეთია იმ ადამიანის ბედი, რომელიც თავის სუბიექტურ გადაწყვეტილებას ვერ იტყვის და დაემორჩილება უცხოურ ძალას, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ქართულ საზოგადოებას. როგორ წარმოგიდგენიათ ევროკავშირის ელჩი საქართველოშია და არ შეხვდეს საგარეო საქმეთა მინისტრს? აბა, საერთოდ რატომ არის ევროკავშირის ელჩი საქართველოში? ეს ელემენტარული ანი ბანია. გამომდინარე აქედან, ეს საერთო ზეწოლა, რომელიც ევროკავშირშია და ძალიან მალე გადალაგდება, რადგან ყველაზე მძლავრი კრიტიკოსიც კი, მაკრონი, რომელიც ეთანხმებოდა იმ საერთო მესიჯს, რომ ტრამპი რუსი ოლიგარქი და ანტილიბერალი იყო, დიდი სიამოვნებით პირველმა მიულოცა გაპრეზიდენტება და შემდეგ საფრანგეთში რომ ჩავიდა, თვალებში შესციცინებდა. ასე მოხდება გადალაგება ევროკავშირში სულ მალე“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი „შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს“.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე