ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა რამდენიმე კანონის ამოქმედების გადავადების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მის თანმდევ კანონებში, ასევე „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონების ამოქმედების ვადების გადავადებაზე იმსჯელა და მხარი დაუჭირა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, მეათე მოწვევის პარლამენტმა 2024 წლის თებერვალში მიიღო კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ კანონებთან ერთად. მათი მიზანი ექთნების და მეანი-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნა იყო.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონი 2025 წლის პირველი იანვრისთვის უნდა ამოქმედებულიყო, მთავრობას კი გარდამავალი მომენტისთვის უნდა მიეღო შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც 2024 წლის ზაფხულისთვის უნდა ყოფილიყო გამოცემული. ზაზა ლომინაძის განცხადებით, სამწუხაროდ, დროის სიმცირის გამო ეს ვერ მოესწრო და კომიტეტი გამოვიდა ინიციატივით, საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედების ვადების გადავადების თაობაზე.

„მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, კანონის ამოქმედებისთვის დადგენილი გარდამავალი პერიოდი გახანგრძლივდეს იმგვარად, რომ მისი ეტაპობრივი ამოქმედების პირობებში, სრული მზაობა უზრუნველყოფილ იქნეს 2026 წლის 1 სექტემბრისთვის“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ კანონებს და მათგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმერ კახაძის ინფორმაციით, ძირითადი მუხლების ამოქმედებისთვის 2025 წლის 1 იანვარი იყო განსაზღვრული, ხოლო გარდამავალი პერიოდისთვის დაიგეგმა მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტების მომზადება და საინფორმაციო ბაზის ჩამოყალიბება.

მისივე თქმით, კანონების სრულყოფილი ამოქმედებისათვის განსაზღვრული დრო საკმარისი არ აღმოჩნდა და იმისათვის, რომ ხელი არ შეეშალოს უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების პროცესს, არ მოხდეს ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისის მიწოდების რაიმე ფორმით შეფერხება, მოცემულ ეტაპზე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, კანონის ამოქმედებისთვის გარდამავალი პერიოდის 2026 წლის 1 სექტემბრამდე გახანგრძლივება. ამგვარად, „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონში ცვლილების შედეგად, კანონი ძალაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან შევა.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხზე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში