ნინო ლომჯარია - მოსამართლეები არ ინტერესდებოდნენ, რა პირობებში მოხდა ნაწამებ ადამიანებზე ანგარიშსწორება - როდესაც დაზარალებულები ისტორიების მოყოლას იწყებდნენ, აჩუმებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ეს ფაქტები მათ არ ეხებოდათ

მოსამართლეები აშკარად ხედავდნენ, რომ დაკავებულები, ნაცემები, ნაწამები, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი არიან და არ ინტერესდებოდნენ სად და რა პირობებში მოხდა მათზე ანგარიშსწორება - მეტიც, როდესაც დაზარალებულები ისტორიების მოყოლას იწყებდნენ, მოსამართლეები მათ აჩუმებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მათ არ ეხებოდათ, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, 28 ნოემბრის შემდეგ 460-ზე მეტი დაკავებულის უფლებები ირღვეოდა როგორც საგამოძიებო ორგანოებში, ასევე სასამართლო დარბაზებში.

„დღეს ჩვენ გვსურს ვისაუბროთ იმ მოსამართლეების შესახებ, რომლებიც ჩართული არიან იმაში, რომ განხორციელდეს რეპრესიები ნაწამები ადამიანების მიმართ. ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ 11 არასამთავრობო ორგანიზაციის ადვოკატი კოორდინირებულად ეხმარება დაკავებულ, ნაწამებ, ნაცემ მოქალაქეებს როგორც დაკავების იზოლატორებში, ასევე სასამართლოში. შესაბამისად, ჩვენ ვესწრებით სასამართლო პროცესებს და მათზე დაკვირვების შედეგებს ეფუძნება აღნიშნული დასკვნები.

ამ დროის მონაცემებით 460-ზე მეტი პირის დაკავების შესახებ შემოვიდა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე. აქედან 430 არის დაკავებული ადმინისტრაციული წესით, ხოლო 36 სისხლის სამართლის წესით. შესაძლებელია დაკავებულთა რაოდენობა იყოს მეტი იმიტომ, რომ ეს ოფიციალურ ინფორმაციას არ ეფუძნება.

28 ნოემბრის შემდეგ 460-ზე მეტი დაკავებულის უფლებები ირღვეოდა როგორც საგამოძიებო ორგანოებში, ასევე სასამართლო დარბაზებში. მოსამართლეები არ ითვალისწინებდნენ დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და ეყრდნობოდნენ მხოლოდ პოლიციელების, უმეტეს შემთხვევაში ცრუ ჩვენებებს. ისინი აჯარიმებდნენ მოქალაქეებს სრულიად დაუსაბუთებლად 2000-დან 3000-ლარამდე. ასევე ყოველგვარი საფუძვლისა და მტკიცებულებების გარეშე პატიმრობაში უშვებდნენ 4-დან 12-დღემდე“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებებსა და პოლიციელების ჩვენებებს შორის იყო შეუსაბამობები, თუმცა მოსამართლე მოქალაქეებს სამართალდამრღვევებად მაინც ცნობდა.

„მოსამართლეები სისტემურად არღვევდნენ სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს, ძირითად შემთხვევაში, არ აკმაყოფილებდნენ პროცესის გადადების შუამდგომლობებს და მტკიცებულებების მოპოვებისთვის და სასამართლოში წარსადგენად მხარეებს მხოლოდ 1-საათიან შესვენებას აძლევდნენ.

ასევე, მოსამართლეები აშკარად ხედავდნენ, რომ დაკავებულები, ნაცემები, ნაწამები, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი არიან და არ ინტერესდებოდნენ სად და რა პირობებში მოხდა მათზე ანგარიშსწორება. უფრო მეტიც, როდესაც დაზარალებული ისტორიების მოყოლას იწყებდნენ, მოსამართლეები მას აჩუმებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მათ არ ეხებოდათ.

მოსამართლეები არ ითვალისწინებდნენ იმას, რომ ადამიანს ისეთი ფიზიკური დაზიანება ჰქონდა, რომ მისი იზოლატორში განთავსება სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი იყო. განიხილავდნენ ისეთი პირების საქმეებს, ვისაც გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ; ფიზიკური დაზიანებების მიუხედავად მათ უსჯიდნენ ადმინისტრაციულ პატიმრობებს და უშვებდნენ იზოლატორებში“, - განაცხადა ლომჯარიამ.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ისინი ფიქრობენ, რომ ეს მოსამართლეები პოლიტიკურ შეკვეთას ასრულებდნენ.

„აშკარაა, რომ მათი მისია აქციის მონაწილეთა სამაგალითო დასჯა და რეპრესიები იყო. წარმოგიდგენთ ამ მოსამართლეების სიას, რომლებიც ამ რეპრესიებში ჩართული იყვნენ: ლელა მილდენბერგი; ზვიად ცეკვავა; ლელა ცაგარეიშვილი; კობა ჩაგუნავა; ნინო ენუქიძე; მანუჩარ ცაცუა“, - განაცხადა ლომჯარიამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში