მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე - როგორც ჩანს, მძიმე ემოციური ფონი ისეთ რაღაცებს ალაპარაკებს, რაც მის მესიჯბოქსშიც კი უკვე ნამეტანია - შესაბამისად, ნუღარ განვსჯით, შევუნდოთ

როგორც ჩანს, მძიმე ემოციური ფონი აქვს. თვითონვე ამბობს, არ მალავს. ვინ წავა, ვნახოთო,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი „სკამს ებღაუჭება და მომსახურების ზონიდან გასულია“.

„რაღაც პოსტებს დებს უკვე. როგორც ჩანს, ეს მძიმე ემოციური ფონი მას ისეთ რაღაცებს ალაპარაკებს, რაც მის მესიჯბოქსშიც კი უკვე ნამეტანია. შესაბამისად, მოდით, ნუღარ განვსჯით, შევუნდოთ. როგორც ჩანს, მართლა რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს. აღარ მინდა დამატებითი კომენტარების გაკეთება, უკვე ისეთ კომენტარებს აკეთებს, ჩვენ არ გამოგვივიდეს ამ მძიმე ემოციურ ფონზე კიდევ ცეცხლზე ნავთის დასხმა. გასაგებია, ადამიანი სკამს ებღაუჭება ისე, რომ არც მალავს, პრაქტიკულად, თვითონ ამბობს, რომ სკამს ვებღაუჭებიო. დარჩეს კობახიძე, დარჩეს პარლამენტი, ოღონდ მეც დამტოვეთო. მერე თქვა, რომ არსად მივდივარო. წარმოუდგენელია. კონსტიტუციიდან ისედაც გასული იყო. მძიმე ემოციურ ფონზე რა განცხადებებს გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი პრინციპული მნიშვნელობა აღარ აქვს, უბრალოდ, ერთადერთი, რასაც ახერხებს კიდევ, ეს არის აგენტურული ოპოზიციის მესიჯბოქსი. იქ ახერხებს ჩარჩოში ჩაჯდომას, დანარჩენი საერთოდ მომსახურების ზონიდან გასულია“, - განაცხადა მდინარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა