მამუკა მდინარაძე - დანიგანი პიროვნულად შეიძლება გადასარევი ქალბატონია, მაგრამ რასაც ბაიდენის ადმინისტრაციიდან დაავალებენ, იმ განცხადებებს აკეთებს - ასევეა ჰერჩინსკიც, დირექტივის შესაბამისად მოქმედებს, ამიტომ, ნუ დავაბულინგებინებთ ამ კაცს

დანიგანი პიროვნულად შეიძლება გადასარევი ქალბატონია, მაგრამ რასაც ბაიდენის ადმინისტრაციიდან დაავალებენ, ბუნებრივია, იმ განცხადებებს აკეთებს - ასევეა ჰერჩინსკიც, დირექტივის შესაბამისად მოქმედებს, ამიტომ, ნუ დავაბულინგებინებთ ამ კაცს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე ქართველ ელჩებზეც ისაუბრა და მათ, ვინც 28 ნოემბრის შემდეგ, თანამდებობა დატოვა, „ჩანერგილი ელჩი“ უწოდა.

„სწორია ამერიკის შეერთებულ შტატებში როგორც არის დალაგებული. რასაც ეტყვიან ელჩს იმას ლაპარაკობს. დანიგანიც ასეა. პიროვნულად შეიძლება გადასარევი ქალბატონია და ასეა მართლა, მაგრამ რასაც ბაიდენის ადმინისტრაციიდან დაავალებენ, ბუნებრივია, ის განცხადება უნდა გააკეთოს და იმ განცხადებებს აკეთებს. ჩვენი ელჩები პირიქით არიან ხოლმე ზოგ შემთხვევაში. ზოგიერთი ელჩი იმიტომ რომ დიპლომატიური კორპუსის უდიდესი უმრავლესობა ძალიან ღირსეული, თავისი სამშობლოს მოყვარულია, თავისი სახელმწიფო პოლიტიკის, სწორი, ევროპული პოლიტიკის გამტარებელი ადამიანები არიან, მაგრამ გამოხტა რამდენიმე ჩანერგილი ელჩი, რომლებმაც რა განცხადებებიც გააკეთეს ნახეთ. დანიგანიც იმავენაირად ხომ არ მოიქცევა? შეიძლება საერთოდ სხვა რამეს ფიქრობდეს. ასევეა ჰერჩინსკიც. მოდის დირექტივა, ამ დირექტივის შესაბამისად მოქმედებს და ამიტომ ნუ დავაბულინგებინებთ ამ კაცს. მისი ხელის ჩამორთმევის ლეგიტიმაცია არ არის ის, რაზეც მათ უნდა ინერვიულონ. მათ ინერვიულონ, რომ ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს,“ -განაცხადა მდინარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები