გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ საჯარო მოხელეებს, გაუძელით წნეხს რეჟიმის მხრიდან - თქვენს ერთიანობაზე და ერთსულოვნებაზე გადის ამ რეჟიმის საბოლოო ჩამორღვევა

მოვუწოდებ საჯარო მოხელეებს, გაუძელით ამ წნეხს რეჟიმის მხრიდან, დადექით ერთად. თქვენს ერთიანობაზე და ერთსულოვნებაზე გადის ამ რეჟიმის საბოლოო ჩამორღვევა - მერწმუნეთ, გამარჯვება არის ჩვენს მხარეს, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან საჯარო მოხელეებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ „რეჟიმი დღითიდღე სუსტდება და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეძლებს რაიმე ტიპის ანგარიშსწორებას“.

„მინდა, მივმართო საჯარო მოხელეებს - ჩვენს საერთო ბრძოლას უკვე კონკრეტული შედეგები აქვს. ხედავთ რომ საერთაშორისო საზოგადოება აღარ აღიარებს „ქართული ოცნების“ ივანიშვილის რეჟიმს, როგორც ხელისუფლებას. ოფიციალურ დოკუმენტებში მათ მოიხსენიებს მხოლოდ როგორც პარტიის სახელწოდებით, ან ივანიშვილის რეჟიმის სახელწოდებით და სწორედ ეს არის პირველი შედეგები, რომელიც მოიტანა პროტესტმა და თქვენმა ძალიან მყარმა პოზიციამ ამ პროტესტთან დაკავშირებით. ახლა რეჟიმი ცდილობს, მიიღოს რაღაც კანონები, რითაც ფიქრობს, რომ დაგაშინებთ თქვენ. ერთი რამე იცოდეთ, რომ თქვენ ხართ ძალიან ბევრი - ძალა არის თქვენში და არა იმ მცირე რაოდენობაში, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს ამყარებს ამ შემთხვევაში და რომელიც ცდილობს, რამენაირად მიიტაცოს საბოლოოდ ძალაუფლება. მერწმუნეთ, გამარჯვება არის ჩვენს მხარეს, მალე იქნება, ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, გაუძელით ამ წნეხს რეჟიმის მხრიდან, დადექით ერთად! თქვენს ერთიანობაზე და ერთსულოვნებაზე გადის ამ რეჟიმის საბოლოო ჩამორღვევა. მერწმუნეთ, ყველა მათი მცდელობა, რომელიც ახლა არის - კანონის მიღების, თქვენი დაშინების, ვიღაცა შეიძლება ინდივიდუალურად წნეხს ახდენს თქვენზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის გამოვლინებაა და მეტი არაფერი. მოგიწოდებთ ყველას, გაემიჯნეთ ივანიშვილის რეჟიმს! მოგიწოდებთ ყველას, დაუდექით გვერდით ქართველ ხალხს. აჩვენეთ თქვენი ღირსეული პოზიცია საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში